ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია
გოჩა მირცხულავა: პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი მილიონ ამომრჩეველს ეუბნება -ფეხებზე მკიდიხართ!
მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს

ტრამპი: ილონ მასკმა უკრაინას Starlink-ზე წვდომა აღუდგინა – მნიშვნელობა არ აქვს, მე დავურეკე თუ ვინმე სხვამ

ნახვები: 224 ტრამპი: ილონ მასკმა უკრაინას Starlink-ზე წვდომა აღუდგინა – მნიშვნელობა არ აქვს, მე დავურეკე თუ ვინმე სხვამ
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა უკრაინას სატელიტური ინტერნეტის სისტემაზე, Starlink-ზე წვდომა აღუდგინა.

ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას არ დააკონკრეტა, პირადად დაუკავშირდა თუ არა მასკს და მოსთხოვა უკრაინისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნა.

„ამაზე კომენტარის გაკეთება არ მსურს. მე დავრეკე თუ ვინმე სხვამ – ვფიქრობ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ისაა, რომ მან ეს უკან დააბრუნა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მანამდე გამოცემა The Wall Street Journal-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპი ილონ მასკს ტელეფონით ესაუბრა და უკრაინისთვის Starlink-ის მომსახურებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდა.

გამოცემის ცნობით, 22 ოქტომბერს გამართული სავარაუდო სატელეფონო საუბრის შემდეგ უკრაინაში სატელიტური კავშირის მუშაობა შედარებით დასტაბილურდა.

უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებით, სისტემა ჯერ სრულად არ დაბრუნებია ჩვეულ რეჟიმს, თუმცა მონაცემთა გადაცემის სიჩქარე შეზღუდვების მოქმედების პერიოდთან შედარებით გაიზარდა.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ Starlink-ის გამოყენებასთან დაკავშირებული სიჩქარის შეზღუდვა კვლავ მოქმედებდა დაახლოებით 100 მილი/სთ-ის (160 კმ/სთ) ზღვარზე.

ამასთან, გამოცემის მიერ ნახსენები მაჩვენებელი, სავარაუდოდ, Starlink-ის ტერმინალების გადაადგილების სიჩქარეს ეხება და არა ინტერნეტით მონაცემთა გადაცემის სიჩქარეს.

ამ ეტაპზე უცნობია, სრულად მოიხსნა თუ არა უკრაინისთვის დაწესებული შეზღუდვები და კონკრეტულად რა პირობებით აღდგა მომსახურება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა