ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია
გოჩა მირცხულავა: პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი მილიონ ამომრჩეველს ეუბნება -ფეხებზე მკიდიხართ!
მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს

მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება

ნახვები: 433 მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება

უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიხაილო ფედოროვი შესაძლოა ქვეყნის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში დაბრუნდეს. გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა მიხაილო დრაპატიმ მიიღო და ის არმიის ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

სამხედრო ხელმძღვანელობაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობების თანახმად, ფედოროვი მნიშვნელოვან თანამდებობას დაიკავებს შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღებისა და უპილოტო სისტემების მართვის სტრუქტურაში. სავარაუდოდ, ის უპილოტო სისტემების ძალების სარდლის ერთ-ერთ მოქმედ მოადგილეს შეცვლის.

გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის განმავლობაში, გასაიდუმლოებულ რეჟიმში მზადდებოდა.

ფედოროვის დაბრუნების მთავარ მიზნად სახელდება სამხედრო ტექნოლოგიების განვითარება, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების გაფართოება და უკრაინული სარაკეტო შესაძლებლობების გაძლიერება.

წყაროების ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა მხარი დაუჭირა ფედოროვის სამხედრო მართვის სისტემაში დაბრუნებას მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა მრჩევლის თანამდებობაზე და სამხედრო ინოვაციების დანერგვისთვის უშუალო მმართველობითი უფლებამოსილებები მოითხოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ფედოროვმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობა 2026 წლის ივლისში, შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკისთან უთანხმოების ფონზე დატოვა. ამის შემდეგ მიხაილო დრაპატიმ საჯაროდ დაუჭირა მხარი ფედოროვის რეფორმებსა და ტექნოლოგიურ პროექტებს, მათ შორის „Drone Line“-ს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა