ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია
გოჩა მირცხულავა: პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი მილიონ ამომრჩეველს ეუბნება -ფეხებზე მკიდიხართ!
მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს

სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ნახვები: 300 სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის შეხვედრა დასრულდა. მოლაპარაკებები დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

ინფორმაციას BBC-ის რუსულ სამსახურზე დაყრდნობით უკრაინული სააგენტო „უკრინფორმი“ ავრცელებს.

შეხვედრაში მონაწილეობდა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საინვესტიციო და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში კირილ დმიტრიევიც.

მოლაპარაკებებში მონაწილეობა უნდა მიეღო დონალდ ტრამპის კიდევ ერთ სპეციალურ წარმომადგენელს, ჯარედ კუშნერს, თუმცა ავადმყოფობის გამო მან სანქტ-პეტერბურგში გამგზავრება ვერ შეძლო.

კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, კუშნერი პუტინთან მოლაპარაკებებს ვიდეოკავშირის საშუალებით შეუერთდა.

შეხვედრამდე სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ რუსეთში უკრაინის ომის დასრულების შესახებ ახალი წინადადებების განხილვას გეგმავდა.

მისი თქმით, განსახილველ საკითხებს შორის იყო კიევის, ვაშინგტონისა და მოსკოვის მონაწილეობით სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა, ასევე პროცესში სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართვის შესაძლებლობა.

შეხვედრის კონკრეტული შედეგებისა და მიღწეული შეთანხმებების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

წყარო: BBC-ის რუსული სამსახური, „უკრინფორმი“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა