ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია
გოჩა მირცხულავა: პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი მილიონ ამომრჩეველს ეუბნება -ფეხებზე მკიდიხართ!
მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს

ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა

ნახვები: 301 ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი და „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ მატჩში მიღებულ მძიმე ტრავმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც, პარიზული კლუბის ინფორმაციით, ჯვარედინი მყესები გაუწყდა და ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და მოედანზე უფრო ძლიერი დაბრუნების პირობას დებს.

„ამ დრომდე ბევრი მეკითხებოდა, ბევრს უთქვამს კიდეც, მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს, თამაში ფრედ დამთავრდებოდაო. ეს შეიძლება სიმართლე ყოფილიყო, მაგრამ მე ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი, მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ.

დიდი დრო არ გასულა, მაგრამ თავში მიტრიალებს – რატომ მაინცდამაინც მე? არასდროს არაფერი დამიკლია, ალბათ, ამ თამაშისთვის საუკეთესოდ მოვემზადე, რაც კი ოდესმე მოვმზადებულვარ. ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა.

და მაინც ვხვდები, რომ ღმერთმა მე ამირჩია და თუ ამით მე სხვა, მოედანზე მყოფი ფეხბურთელები დავიცავი, მზად ვარ ეს თვეები შრომაში, ტკივილში, ცრემლებში გავიარო.

ვიცი, რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა. არ გიღალატებთ, პირობას ვდებ, წამს არ დავაკლებ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მალე შევხვდებით“, – წერს კვარაცხელია.

შეგახსენებთ, „პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ შეხვედრისას ჯვარედინი მყესების მძიმე დაზიანება მიიღო.

კლუბის ინფორმაციით, ქართველ ფეხბურთელს უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება. კვარაცხელიას მოედანზე დაბრუნების კონკრეტული ვადა ჯერჯერობით არ დასახელებულა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა