ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია
გოჩა მირცხულავა: პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი მილიონ ამომრჩეველს ეუბნება -ფეხებზე მკიდიხართ!
მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს

ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ნახვები: 242 ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
 

უკრაინა შეერთებული შტატებისგან სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ იღებს, მათ შორის მოქმედებს რუსეთის ბალისტიკური რაკეტების თავდასხმების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემაც. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოსლოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უკრინფორმის“ ცნობით, ზელენსკიმ განცხადება აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკულ მხარესთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა ეფექტიანად მიმდინარეობს და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სისტემას, რომელიც მოსახლეობას ბალისტიკური რაკეტების მოახლოების შესახებ აფრთხილებს.

„მადლობელი ვართ, რომ სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა ეფექტიანად მუშაობს. ეს მოიცავს ადრეული გაფრთხილების სისტემასაც, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის, როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის, რადგან შეტყობინებებს ვიღებთ ბალისტიკური რაკეტების მოახლოების შესახებ. ამიტომ მადლობელი ვართ ამერიკული მხარის. სისტემა მუშაობს და ეს შესანიშნავია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან საუბრისას განიხილა სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის, სატელიტური კავშირის სისტემა Starlink-ისა და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების საკითხები.

ზელენსკის განცხადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ამერიკული სადაზვერვო მხარდაჭერის გაგრძელებასთან დაკავშირებული კითხვების ფონზე.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ ეტაპზე ბალისტიკური საფრთხეების შესახებ გაფრთხილების ამერიკული სისტემა ფუნქციონირებს და უკრაინას შესაბამის ინფორმაციას აწვდის.

წყარო: „უკრინფორმი“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა