ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია
გოჩა მირცხულავა: პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი მილიონ ამომრჩეველს ეუბნება -ფეხებზე მკიდიხართ!
მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს

ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ნახვები: 330 ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
ჟურნალისტ ვახო სანაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.

საქმე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სამ პოსტს უკავშირდება, რომელთა გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტს პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.

ვახო სანაია სასამართლო სხდომას არ დასწრებია. ჟურნალისტის განცხადებით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო სამართლებრივი დევნა აბსურდულია. გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების დროს ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებების გამო ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

22 ივლისს ჟურნალისტი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. მაშინ სასამართლომ მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო.

აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.

ამჯერად სანაიასთვის შეფარდებული 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებებს უკავშირდება.

ამ დროისთვის გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის დაზუსტებული, კონკრეტულად რომელი სამი პოსტი გახდა ახალი ადმინისტრაციული საქმის საფუძველი და როდის მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა