ძმის ქორწილში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობისთვის ძებნილი პოლიციამ დააკავა
ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია
გოჩა მირცხულავა: პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი მილიონ ამომრჩეველს ეუბნება -ფეხებზე მკიდიხართ!
მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ

დევნილებისთვის ფულადი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო – ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000 ლარია გათვალისწინებული

ნახვები: 344 დევნილებისთვის ფულადი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო – ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000 ლარია გათვალისწინებული
დევნილთა ფულადი კომპენსაციის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება 19 ოქტომბერს დაიწყო და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000 ლარის ოდენობის კომპენსაციაა გათვალისწინებული.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განაცხადების წარდგენა დევნილ ოჯახებს ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეუძლიათ.

პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და განკუთვნილია იმ დევნილი ოჯახებისთვის, რომლებსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია აქამდე არ მიუღიათ.

სამინისტროს განმარტებით, ახალი მექანიზმი დევნილ ოჯახებს შესაძლებლობას აძლევს, თავად აირჩიონ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის არსებული პროგრამები ან ფულადი კომპენსაცია.

„ფულადი კომპენსაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც საცხოვრებელი დამოუკიდებლად უკვე შეძენილი აქვთ და სახელმწიფოსგან ბინის მიღების ნაცვლად ფინანსური მხარდაჭერა სურთ“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

განაცხადის წარსადგენად აუცილებელია მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, ხოლო ოჯახის არასრულწლოვანი წევრების შემთხვევაში – დაბადების მოწმობის.

ამასთან, განაცხადის შევსებისას ადგილზე უნდა იმყოფებოდეს ოჯახის ყველა სრულწლოვანი დევნილი წევრი.

განაცხადების მიღების პარალელურად, დევნილთა სააგენტო გადაამოწმებს, აკმაყოფილებენ თუ არა ოჯახები კომპენსაციის მისაღებად განსაზღვრულ კრიტერიუმებს.

სამინისტროს ცნობით, შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კომპენსაცია განაცხადების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის განმავლობაში გაიცემა. თანხა დევნილ ოჯახებს „ლიბერთი ბანკის“ ანგარიშებზე ჩაერიცხებათ.

2026 წელს დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 58 მილიონი ლარია გამოყოფილი.

უწყების ინფორმაციით, პროგრამა 2027 წელსაც გაგრძელდება, თუმცა განაცხადების მიღების მომდევნო ეტაპის დაწყების თარიღი დამატებით გამოცხადდება.

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ფულადი კომპენსაციის პროგრამა დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის არსებულ მექანიზმებს არ ჩაანაცვლებს.

პარალელურად გაგრძელდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროგრამა.

„ამგვარად, დევნილ ოჯახებს საცხოვრებლით უზრუნველყოფის სხვადასხვა შესაძლებლობა ექნებათ, მათი საჭიროებებისა და არჩევანის შესაბამისად“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა