ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ვახო სანაია: ვერანაირი ჯარიმა თუ პატიმრობა ვერ მაიძულებს, შევიზღუდო სიტყვის თავისუფლება

ნახვები: 300 ვახო სანაია: ვერანაირი ჯარიმა თუ პატიმრობა ვერ მაიძულებს, შევიზღუდო სიტყვის თავისუფლება

 

ჟურნალისტმა ვახო სანაიამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, განაცხადა, რომ საკუთარი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას არ აპირებს.

„მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ არ არსებობს არანაირი გარემოება, სადაც მე ჩემს სიტყვის თავისუფლებას შევიზღუდავ. ვერ მოხდება ის, რომ გაგვაჩუმონ“, – განაცხადა სანაიამ.

მისი თქმით, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, სახელმწიფოს მხრიდან ჯარიმა იქნება გამოყენებული თუ პატიმრობა.

„ვერავინ ამიკრძალავს ვთქვა ის, რაც მინდა რომ ვთქვა და გამოვხატო ისე, როგორც მე მინდა. თავად ეს სხდომები, რომელსაც მე არ ვესწრები, აბსურდულია“, – აღნიშნა ჟურნალისტმა.

სანაიას განცხადებით, მისი გზავნილი ხელისუფლების მიმართ არის, რომ ზეწოლის მიუხედავად დუმილს არ აპირებს.

„მათი გზავნილია, რომ ჩვენ გავჩუმდეთ, ჩემი გზავნილი კი ისაა, რომ არ გავჩუმდები. რა ჯარიმაც არ უნდა დაწერონ, პატიმრობა გამოიყენონ, არ გავჩუმდები. ამას ვეუბნები ივანიშვილს, მის ე.წ. მთავრობას და საზოგადოებას. მოვლენ, იციან მისამართი“, – განაცხადა ვახო სანაიამ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. საქმე შსს-ის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიმართვის საფუძველზე, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს უკავშირდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა