ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

არჩილ იაკობაშვილი - აგვისტო-სექტემბერში რუსეთში ამბავი დატრიალდება

ნახვები: 920 არჩილ იაკობაშვილი - აგვისტო-სექტემბერში რუსეთში ამბავი დატრიალდება
აგვისტო-სექტემბერში რუსეთში ამბავი დატრიალდებაა... 1998 დეფოლტის კრიზისი მონაგონი იქნება და, აღარც კრედიტსვისი არსებობს, რომ დაეხმაროს... - წერს  ეკონომიკის პროფესორი, გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის წევრი არჩილ იაკობაშვილი.
 
იაკობაშვილი ბიბისიზე დაყრდნობით განმარტავს: 
 
According to a BBC News report, the Central Bank of Russia has issued 1.56 trillion rubles in new cash into circulation, marking the largest increase for the equivalent period outside of the COVID-19 pandemic.This surge is largely driven by repeated mobile internet shutdowns—implemented by the Kremlin to counter Ukrainian drone strikes—which have forced Russians to revert to cash when electronic card payments and ATMs fail. Additionally, mounting economic pressures, including new wartime tax hikes, have led to more citizens and businesses opting to use cash to bypass digital transaction limits and dodge taxes.
 
(BBC: რუსეთში ნაღდი ფულის ემისია რეკორდულად გაიზარდა — მიზეზად დრონების გამო ინტერნეტის გათიშვა და ეკონომიკური ზეწოლა სახელდება

BBC News-ის ინფორმაციით, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მიმოქცევაში 1.56 ტრილიონი რუბლის ახალი ნაღდი ფული გაუშვა, რაც COVID-19-ის პანდემიის პერიოდის გამოკლებით, წლის შესაბამის მონაკვეთში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გამოცემის ცნობით, ნაღდი ფულის მასშტაბური ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მობილური ინტერნეტის განმეორებითი გათიშვებია, რომელსაც კრემლი უკრაინული დრონებით თავდასხმების თავიდან ასაცილებლად მიმართავს. შედეგად, ელექტრონული გადახდებისა და ბანკომატების მუშაობის შეფერხების გამო, მოქალაქეები უფრო ხშირად ნაღდ ფულს იყენებენ.

BBC ასევე აღნიშნავს, რომ ნაღდი ფულის მოხმარების ზრდას ხელს უწყობს ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებაც, მათ შორის ომის პირობებში დაწესებული ახალი საგადასახადო ცვლილებები. გამოცემის შეფასებით, მოქალაქეთა და ბიზნესის ნაწილი ნაღდი ანგარიშსწორების გამოყენებას ამჯობინებს, რათა ციფრულ ტრანზაქციებზე დაწესებულ შეზღუდვებსა და საგადასახადო კონტროლს გვერდი აუაროს.)

წლიური ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი 6%, თუმცა რეალური სურათი გაცილებით მძიმეა - ამას ადასტურებს რუსეთის ცენტრალური ბანკის სტატისტიკაც, რომლის მიხედვით იანვარ-ივნისში ქეშზე მოთხოვნა ინდივიდების და ბიზნესის მხრიდან მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
აი, სწორედ ეს არის ინფლაციის მონეტარული მიზეზი (ე.წ. "ფულის ბეჭდვა"), როგორც მონეტარული ხელისუფლების დამატებითი თავსატეხი ომის ეკონომიკაში სტრუქტურული მიზეზებით გამოწვეულ ინფლაციაზე, რაც თავის მხრივ საწვავის კრიზისს უკავშირდება (საწვავის დეფიციტი & გაძვირება).
ინდივიდები ყიდიან ფინანსურ აქტივს, რომ ფულადი აქტივი როგორმე ან უცხოეთში გაიტანონ ან გააქეშონ, მაგრამ კომერციულ ბანკებს აღარ ენდობიან.
აქტივების გაუფასურება + ფასების დესტაბილიზაცია უკვე ისეთი მოვლენაა, რომელსაც ნაბიულინას რკინის მარჯვენაც ვეღარ გაუმკლავდება.
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა