ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“: ქვეყანაში ამჟამად 90 პოლიტიკური პატიმარია

ნახვები: 331 „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“: ქვეყანაში ამჟამად 90 პოლიტიკური პატიმარია

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერის, სანდრო ბარამიძის განცხადებით, ორგანიზაციის შეფასებით, ამჟამად საქართველოში 90 პოლიტიკური პატიმარია.

მისი თქმით, ეს საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ვითარებაა.

„დღეს ჩვენმა ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა საქართველოში პოლიტიკური პატიმრების სია. მათი რაოდენობა ამ დროისთვის შეადგენს 90 ადამიანს. ადრე მეტი იყო, თუმცა გარკვეულ პირებთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა“, – განაცხადა ბარამიძემ.

მისივე განმარტებით, სია ეფუძნება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ განსაზღვრულ პოლიტპატიმრის კრიტერიუმებს, რომელთაგან ერთის დაკმაყოფილებაც კი საკმარისია პირის პოლიტპატიმრად მიჩნევისთვის.

ბარამიძის თქმით, ამ 90 ადამიანიდან აბსოლუტური უმრავლესობა ერთზე მეტ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ხოლო ნაწილი – ხუთივეს.

„ეს კრიტერიუმებია, როდესაც დარღვეულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება; როდესაც პირი პოლიტიკური მოტივით არის დაკავებული; როდესაც სასჯელი აშკარად არაპროპორციულია; როდესაც დევნა დისკრიმინაციულია და დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს ელემენტარული უფლებები. ბევრი მათგანი ხუთივე კრიტერიუმს აკმაყოფილებს, მათ შორის არიან მზია ამაღლობელი, ელენე ხოშტარია და სხვები“, – აღნიშნა ბარამიძემ.

მისი შეფასებით, „ეს არის დიდი, შავი ლაქა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ქვეყანაში ამდენი პოლიტპატიმარი გვყავს.“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დღეს იმ პირთა სიაც გამოაქვეყნა, რომლებსაც ორგანიზაცია პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა