ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ენდი ბერნემი: ზელენსკის დავუდასტურებ, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უცვლელი რჩება

ნახვები: 326 ენდი ბერნემი: ზელენსკის დავუდასტურებ, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უცვლელი რჩება

გაერთიანებული სამეფოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ დღეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართავს სატელეფონო საუბარს.

ბერნემის თქმით, ზელენსკისთან საუბრისას მკაფიოდ დაადასტურებს, რომ ლონდონის პოზიცია უკრაინის მიმართ არ შეიცვლება.

„დღეს, მოგვიანებით, პრეზიდენტ ზელენსკისთან საუბარში ნათლად დავაფიქსირებ, რომ არანაირი ცვლილება არ იქნება. მე მის გვერდით 100%-ით ვიქნები, ისევე როგორც კირ სტარმერი იყო“, – განაცხადა ენდი ბერნემმა.

მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურებს, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ურყევი რჩება.

„პრეზიდენტ ზელენსკის ეჭვი არ შეეპარება, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა კვლავ ურყევი და მტკიცეა“, – აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა