ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

კახა კალაძე: დიდი დიღმიდან „დიდუბემდე“ ტრამვაის ხაზს თურქული კომპანია EYE მოაწყობს

ნახვები: 339 კახა კალაძე: დიდი დიღმიდან „დიდუბემდე“ ტრამვაის ხაზს თურქული კომპანია EYE მოაწყობს

 

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბემდე“ ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობას თურქეთში რეგისტრირებული ერთობლივი საწარმო EYE (Emre Ray + Yüksel + Erk) განახორციელებს.

თბილისის მთავრობის სხდომაზე კალაძემ განაცხადა, რომ საერთაშორისო ტენდერში მონაწილეობა ოთხმა მსხვილმა კომპანიამ მიიღო, რომელთაგან სამი თურქეთში, ერთი კი ჩინეთში არის რეგისტრირებული.

მისი თქმით, გამარჯვებულად EYE გამოცხადდა, რადგან ყველაზე დაბალი ფასი წარადგინა, ხოლო პროექტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვეში უნდა დასრულდეს.

„წარმოდგენილი წინადადებების შეფასება უკვე დასრულებულია, გვყავს გამარჯვებული კომპანია, თურქეთში რეგისტრირებული კომპანია EYE (Emre Ray + Yüksel + Erk), რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა. ADB-ის შესყიდვების წესების შესაბამისად, განსაზღვრულია ე.წ. გასაჩივრების 14-დღიანი პერიოდი, რომლის გასვლის შემდეგ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებას გავაფორმებთ“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, პროექტი სამ ეტაპს მოიცავს: კონცეპტუალური პროექტის მომზადებას, დეტალური პროექტის შემუშავებასა და სამშენებლო სამუშაოების შესრულებას.

ტრამვაის ხაზი დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება, დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით გაივლის და მეტროსადგურ „დიდუბეს“ დაუკავშირდება.

პროექტის მიხედვით:

  • ტრამვაის ხაზის სიგრძე დაახლოებით 7,5 კილომეტრი იქნება;
  • მოეწყობა 11 გაჩერება;
  • აშენდება ტრამვაის დეპო, რომელიც 11 შემადგენლობის მომსახურებას შეძლებს;
  • მოგვიანებით გამოცხადდება ცალკე ტენდერი 10 ერთეული ტრამვაის შესაძენად.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ძალიან მიხარია, რომ ქალაქს დაუბრუნდება ისეთი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორიც არის ტრამვაი. იმედი მაქვს, ეს არ იქნება პირველი და ბოლო მსგავსი პროექტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა