ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობას ვუხდი ჩვენს მეომრებს, რომელთა წარმატებული ოპერაციებით ომი იქ ბრუნდება, საიდანაც მოვიდა!

ნახვები: 338 ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობას ვუხდი ჩვენს მეომრებს, რომელთა წარმატებული ოპერაციებით ომი იქ ბრუნდება, საიდანაც მოვიდა!

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინამ რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში მდებარე „გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმა განახორციელა.

„ჩვენი მეომრები შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ დაწესებას აგრძელებენ იმ რუსულ საწარმოებსა და ობიექტებზე, რომლებიც ომს აფინანსებენ. ბაშკირეთში, ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 1300 კილომეტრში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმა განხორციელდა“, – წერს ზელენსკი X-ზე.

მისივე ინფორმაციით, უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ასევე შეუტიეს კრასნოდარის მხარეში მდებარე აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 400 კილომეტრში მდებარეობს.

ზელენსკის განცხადებით, შედეგს იძლევა საშუალო მანძილზე განხორციელებული დარტყმებიც.

„გელენჯიკში, ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 430 კილომეტრში, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა საპატრულო გემსა და „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერს დაარტყეს. ასევე, აზოვის ზღვაში „ჩრდილოვანი ფლოტის“ სამ ტანკერზე წარმატებული დარტყმები განხორციელდა. მადლობას ვუხდი ჩვენს მეომრებს, რომელთა წარმატებული ოპერაციებით ომი იქ ბრუნდება, საიდანაც მოვიდა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა