ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

უკრაინამ მოსკოვზე დროებით იერიში განახორციელა

ნახვები: 308 უკრაინამ მოსკოვზე დროებით იერიში განახორციელა

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის რეგიონის მიმართულებით მიმავალი 350-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ინფორმაციას რუსული მედია მოსკოვის მერზე, სერგეი სობიანინი დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ვორობიოვი განაცხადა, რომ ქალაქ ისტრაში დრონის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. მისივე ინფორმაციით, ხანძარი ხუთ კერძო სახლსაც გაუჩნდა.

ამასთან, ქალაქ სოლნეჩნოგორსკში უპილოტო საფრენი აპარატი მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია შენობის კედელი და ფანჯრები.

რუსული მედიის ცნობით, დრონებით თავდასხმის შედეგად დაზიანდა ორი საცხოვრებელი სახლიც სოფელ ბაბკინოში, თუმცა ამ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა