ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე ახალი სარაკეტო და დრონებით შეტევა განახორციელა

ნახვები: 285 ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე ახალი სარაკეტო და დრონებით შეტევა განახორციელა

 

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ქვეყანამ ბაჰრეინსა და ქუვეითში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა.

ირანული მხარის ინფორმაციით, ბაჰრეინში დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon-ის საპატრულო თვითმფრინავების ანგარსა და სამხედრო დრონების მართვის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, – განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ინფორმაციით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითშიც, სადაც სამიზნე აშშ-ის სამხედრო ინფრასტრუქტურა იყო.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ამტკიცებს, რომ ალი ალ-სალემის ბაზაზე სრულად განადგურდა საწვავის საცავები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები, ხოლო აჰმად ალ-ჯაბერის საჰაერო ბაზაზე FPS-ის სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს აღნიშნული თავდასხმებისა და ირანული მხარის მიერ გავრცელებული ცნობების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ დაუდასტურებიათ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა