ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა

ნახვები: 341 ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა

 

უკრაინის სამხედრო დაზვერვის (GUR) ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის განცხადებით, უკრაინის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ამოცანაა დროებით ოკუპირებულ ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის შეწყვეტა, რადგან სწორედ ამ მარშრუტებით მარაგდება რუსეთის დნეპრის სამხედრო დაჯგუფება.

ამის შესახებ ბუდანოვმა RBC-Ukraine-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა სამხრეთის მთელი ლოგისტიკური სისტემის გადაკეტვა, რადგან დნეპრის დაჯგუფების მომარაგების ხაზები დროებით ოკუპირებული ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადის და მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია,“ – აღნიშნა მან.

ბუდანოვმა ასევე მიმართა ყირიმის მცხოვრებლებს, რომლებიც ნახევარკუნძულს უკრაინის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევენ, და სთხოვა, გაითვალისწინონ არსებული ვითარება.

„მესმის, რომ მტერზე წარმატებულ დარტყმებთან ერთად მოსახლეობასაც ექმნება ყოველდღიური სირთულეები. ფაქტია, რომ საწვავის დეფიციტია, ხშირია ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვები, წყლის მიწოდების შეფერხებებიც ძირითადად ელექტროენერგიის პრობლემებითაა გამოწვეული. თუმცა ყველა ეს დროებითი სირთულე ერთ დიდ მიზანს ემსახურება — ყირიმის სახლში დაბრუნებას,“ – განაცხადა მან.

ბუდანოვის თქმით, რუსულ სამხედრო ობიექტებზე დარტყმების ინტენსივობის ზრდა შესაძლებელი გახდა უკრაინის თავდაცვითი მრეწველობის მნიშვნელოვანი განვითარების შედეგად.

კითხვაზე, რამ განაპირობა როგორც დარტყმების რაოდენობის, ისე მათი ეფექტიანობის ზრდა, მან უპასუხა:

„გარდატეხა რაოდენობაშია. ჩვენი შიდა წარმოება იმ დონეს მიაღწია, რომ ოპერაციების ინტენსივობის მნიშვნელოვნად გაზრდა შეგვიძლია. ხოლო მაღალი ინტენსივობა უკვე კონკრეტული შედეგების მიღწევის შესაძლებლობას გვაძლევს.“

მისივე თქმით, უკრაინა დიდი ხანია ცდილობს სხვადასხვა საშუალებით შეამციროს რუსეთის სამხედრო ლოგისტიკის ეფექტიანობა, თუმცა ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე ეს ამოცანა გაცილებით რეალისტური გახდა.

„ახლა, როდესაც ტექნოლოგიები ასეთი სწრაფი ტემპით ვითარდება, ეს ბევრად უფრო მარტივი გახდა. საბოლოო ჯამში, ეს აუცილებლად მოგვიტანს შედეგს. ამ ეტაპზე სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს,“ – განაცხადა ბუდანოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის, განსაკუთრებით ფრონტისპირა რეგიონებში მდებარე ავტოგასამართ სადგურებზე გახშირებული იერიშები „სერიოზულ პრობლემას“ წარმოადგენს, თუმცა დასძინა, რომ შესაბამისი ზომები უკვე მიიღება. ამასთან, ბუდანოვმა განაცხადა, რომ კიევში საწვავის დეფიციტის ნიშნებს ამჟამად ვერ ხედავს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, საკის რაიონში, მსხვილ ელექტროქვესადგურსა და რკინიგზის სადგურთან ხანძარი გაჩნდა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ უკვე მიაღწია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური შეიარაღების წარმოების ისეთ დონეს, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა რუსეთის შესაძლებლობებსაც გადააჭარბოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა