ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს

ნახვები: 427 საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს

 

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. საგამოცდო პროცესი დღეს, 2 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას ორ სესიად აბარებენ. ამავე დღეს, პირველ სესიაზე, ოსური ენის გამოცდაც ტარდება.

გამოცდების განრიგის მიხედვით, 6-8 ივლისს უცხოური ენების გამოცდები გაიმართება, 10 ივლისს – მათემატიკის, 13-14 ივლისს – ისტორიის, ხოლო 22 ივლისს აბიტურიენტები ფიზიკის გამოცდას ჩააბარებენ.

რაც შეეხება პედაგოგებს, მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან.

ამასთან, 17 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი გაიმართება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდები 23 და 24 ივლისს ჩატარდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2026 წელს საგამოცდო ცენტრები გახსნილია თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა