ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

გივი მიქანაძე: 2028 წლამდე ყველა სასკოლო საფეხურზე ჰუმანიტარული და ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნების სახელმძღვანელოები სრულად შეიცვლება

ნახვები: 342 გივი მიქანაძე: 2028 წლამდე ყველა სასკოლო საფეხურზე ჰუმანიტარული და ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნების სახელმძღვანელოები სრულად შეიცვლება

 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძე განცხადებით, 2028 წლის 15 სექტემბრამდე ყველა სასკოლო საფეხურზე ჰუმანიტარული და ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნების სახელმძღვანელოები სრულად განახლდება, ხოლო ერთსა და იმავე საგანში ყველა სკოლა ერთიან სახელმძღვანელოს გამოიყენებს.

მინისტრმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა, რომ ახალი სახელმძღვანელოების შექმნაზე ქვეყნის მასშტაბით წამყვანი სპეციალისტები მუშაობდნენ.

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სახელმძღვანელოებზე აქტიურ მუშაობაში ჩართული იყვნენ დარგების მიხედვით მართლაც წამყვანი სპეციალისტები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონცეფცია იცვლება. ყდებზე ეროვნული ღირებულებები იქნება წარმოჩენილი. მაგალითად, ქიმიის სახელმძღვანელოს ყდაზე იქნება ქართული ღვინის დაწურვა, რომელიც ქიმიურ პროცესთანაა დაკავშირებული. ფიზიკის სახელმძღვანელოზე იქნება ელგუჯა მეძმარიაშვილის გამოგონება, ბიოლოგიის სახელმძღვანელოზე – ქართული მარცვლეულის ხუთი თავთავი, ხოლო ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოზე – იოანე ზოსიმე და „ვეფხისტყაოსანი“. მეათე კლასისთვის საქართველოს ისტორია ცალკე საგანი გახდება და მსოფლიო ისტორიისგან დამოუკიდებლად ისწავლებაო. ასევე, ყველა სახელმძღვანელოს პირველ გვერდზე იქნება საქართველოს დროშა, სახელმწიფო ჰიმნი და გერბი. ამ ყველაფერს დაემატება ილია მეორის მოწოდებები და ციტატები, ასევე ილია ჭავჭავაძის გზავნილები. ეს ეროვნული კომპონენტები მაქსიმალურად შემოგვაქვს სასწავლო პროცესში“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მინისტრის თქმით, სახელმძღვანელოების რეფორმა ეფუძნება 2024 წელს მიღებულ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალ დოკუმენტს, რომელმაც სასწავლო პროცესში ეროვნული ღირებულებების პრიორიტეტი განსაზღვრა.

„2028 წლის 15 სექტემბრამდე სასკოლო ყველა საფეხურზე ჰუმანიტარული და ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნებში – ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია – ყველა სახელმძღვანელო სრულად შეიცვლება. ამასთანავე, ერთსა და იმავე საგანში, ერთსა და იმავე საფეხურზე, ერთი და იგივე სახელმძღვანელო იქნება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში. კერძო სკოლებს ამ სახელმძღვანელოების შეძენა მოუწევთ, ხოლო საჯარო სკოლებში ისინი, ტრადიციულად, უფასოდ დარიგდება. უკვე 2026 წლის 15 სექტემბრიდან სრულიად ახალი სახელმძღვანელოები პირველ, მეშვიდე და მეათე კლასების მოსწავლეებს დახვდებათ“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა