ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის დიდი ნაწილი ნაწილობრივ „ქოცებს“ დაემსგავსა და სიტყვა „დიქტატორის“ გამოყენებასაც ვეღარ ბედავს

ნახვები: 357 მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის დიდი ნაწილი ნაწილობრივ „ქოცებს“ დაემსგავსა და სიტყვა „დიქტატორის“ გამოყენებასაც ვეღარ ბედავს

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი განცხადებით, ოპოზიციის დიდ ნაწილს გულწრფელობა და გამჭვირვალობა აკლია, რის გამოც, მისი შეფასებით, ნაწილობრივ „ქართულ ოცნებას“ დაემსგავსა.

სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი მის მიმართ კრიტიკით ცდილობს საკუთარი პოლიტიკური პრობლემების ახსნას, მაშინ როდესაც, მისი შეფასებით, ხელისუფლების მიმართ უფრო მკვეთრი პოზიციების დაფიქსირებას ერიდება.

„საქართველოში პოლიტიკური პროცესის მთავარი პრობლემაა, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი, ნაწილობრივ დაემსგავსა „ქოცებს“, ვინაიდან, როგორც „ქოცებს“, მათაც აკლიათ გულწრფელობა, გამჭვირვალობა და იყენებენ ორმაგ სტანდარტებს. ამით აიხსნება ერთი პერიოდი, სრულიად მიუღებელი აღტყინება სალომე ზურაბიშვილით, რომელიც თავიდანვე პრეზიდენტად დაასახელეს იმ აქტიური კამპანიის გამო, რომელიც მან ევროპაში ჩაატარა, საქართველოს ომში დადანაშაულებით და რომლის პრეზიდენტად თავსმოხვევა მოხდა ძალადობით, მოსყიდვითა და გაყალბებით.

ასევე, დღეს ოპოზიციის ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ერთიანობის ჩამშლელია „ნაცმოძრაობა“ და ჩემი გამონათქვამები. ე.ი. მათ ერთიანობას ივანიშვილის ქისებთან, გილაურებთან და ზოგადად საბანკო ოლიგარქებთან, ყველა შეკვეთის შემსრულებელ ბოკერიებთან თურმე მე ვუშლი ხელს და ამიტომ ვერ უტევენ უფრო მკვეთრად დიქტატურას. სხვათა შორის, სიტყვა „დიქტატორის“ გამოყენებასაც ვეღარ ბედავენ და ამიტომ მათ ისეთივე სურვილი აქვთ, როგორც ივანიშვილს და შეიძლება მეტიც კი, რომ გავჩუმდე. მაგრამ მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც. კიდევ კარგი, რომ ბევრი მისმენს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, იგი საკუთარი ხედვების შესახებ ვრცლად საუბრობს ინგა გრიგოლიას გადაცემაში მიცემულ ინტერვიუშიც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა