Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ერდოღანმა კორონავირუსის ჩინური ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

ნახვები: 576 ერდოღანმა კორონავირუსის ჩინური ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიფ ერდოღანი კორონავირუსის ჩინური ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა. მისი პარტიის სპიკერის განცხადებით, ეს მიზნად ისახავდა საზოგადოებისთვის ეჭვების გაფანტვას ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებით.

თურქეთმა ხუთშაბათს დაიწყო ჩინეთის Sinovac-ის მიერ დამზადებული ვაქცინის გადაცემა ჯანდაცვის მუშაკებისთვის. ამით ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო კორონავირუსის წინააღმდეგ, რომელმაც თურქეთში 23 ათასზე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ამ დროის მონაცემებით ვაქცინაცია 250 000-ზე მეტ სამედიცინო მუშაკს ჩაუტარდა.

ერდოღანვა ვაქცინის პირველი დოზნა ანკარის საავადმყოფოში გაიკეთა, მასთან ერთად იმყოფებოდა კანდაცვის მინსიტრი, რომელიც ერთი დღით ადრე აიცრა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან სხვა პოლიტიკოსებსაც მოუწოდა ვაქცინაციის დაწყებისკენ.

"პირველ ეტაპზე ვაქცინების რაოდენობა ნათელია. ახლა კიდევ 25-30 მილიონი დოზა შემოვა მომავლისთვის. ჩვენ გვინდა, რომ ეს სწრაფად გავაგრძელოთ" - თქვა მან.

ჯანდაცვის მინისტრმა საავადმყოფოს დატოვების შემდეგ თქვა, რომ ყველა მოქალაქემ აცრა უნდა გაიკეთოს მაშინ, როცა მათი რიგი მოვა.

შეგახსენებთ, რომ ამ ვაქცინას WHO-ს გან დამტკიცება არ მიუღია და ის ბევრად ნაკლებად ეფექტურია.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა