ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

მიხეილ სააკაშვილი: ზურაბიშვილი ზელენსკისგან ჩემს დაკავებასა და საქართველოში გადაცემას ითხოვდა

ნახვები: 369 მიხეილ სააკაშვილი: ზურაბიშვილი ზელენსკისგან ჩემს დაკავებასა და საქართველოში გადაცემას ითხოვდა

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში ვიზიტის დროს ვოლოდიმირ ზელენსკი მის დაკავებასა და საქართველოსთვის გადაცემას სთხოვდა.

სააკაშვილის მტკიცებით, აღნიშნულის შესახებ თავად ზელენსკიმ უამბო.

„პრეზიდენტობის დროს ზურაბიშვილი კიევში შეხვდა ვლადიმერ ზელენსკის ერთადერთი საკითხით - ჩემი დაპატიმრების და საქართველოსთვის გადაცემის. ეს მომიყვა თვითონ ზელენსკიმ“, – წერს სააკაშვილი.

მისივე განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებამ ეს მოთხოვნა არ გაიზიარა, ხოლო მოგვიანებით ზურაბიშვილის მცდელობები, უკრაინის ხელისუფლებასთან საჯარო შეხვედრები მოეწყო, უშედეგოდ დასრულდა.

სააკაშვილის თქმით, ზურაბიშვილის როლი ბოლო წლების პოლიტიკურ პროცესებში ასევე უარყოფითად უნდა შეფასდეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა