ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ელენე ხოშტარიას ექიმი: ძლიერი ტკივილების გამო პაციენტს სრულფასოვანი კვლევა ვერ ჩაუტარდა

ნახვები: 313 ელენე ხოშტარიას ექიმი: ძლიერი ტკივილების გამო პაციენტს სრულფასოვანი კვლევა ვერ ჩაუტარდა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერისა და პარტია „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარია ექიმის განცხადებით, ძლიერი ტკივილების გამო პოლიტიკოსს სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევა ვერ ჩაუტარდა.

რუსთავის ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში ხოშტარიას მონახულების შემდეგ რევმატოლოგმა მაკა იოსელიანმა განაცხადა, რომ პაციენტს აღენიშნება როგორც პერიფერიული, ისე ცენტრალური სახსრების დაზიანების ნიშნები, თუმცა რიგი სახსრების შეფასება ძლიერი ტკივილის გამო ვერ მოხერხდა.

„არის ძლიერი ტკივილი, უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება, ხელჯოხს ხმარობს. პაციენტის გასინჯვა ძნელი იყო, მიუხედავად მისი მონდომებისა. პაციენტს სამედიცინო მაგიდაზე გასინჯვისთვის დაწოლა გაუძნელდა“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისი თქმით, არსებული მონაცემები ანთებით სახსროვან პათოლოგიაზე მიუთითებს, რომელიც, სავარაუდოდ, პროგრესირებს. ექიმის განმარტებით, 2024 წელს თურქეთში ელენე ხოშტარიას რეაქტიული ართრიტის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა მას შემდეგ კლინიკური სურათი მნიშვნელოვნად შეიცვალა.

იოსელიანის განცხადებით, პაციენტის ანამნეზში ფიქსირდება აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემიისა და სხვა ჯანმრთელობის პრობლემების არსებობაც, რის გამოც დამატებითი გამოკვლევებია საჭირო.

„ვფიქრობ, რომ კვლევა მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩატარდეს, რადგან გამოირიცხოს ყველა შესაძლო ვარიანტი და გაითვალოს ყველა რისკი. არცერთი ქვეყნის ექიმი მკურნალობას არ დაიწყებს, სანამ სრულფასოვანი კვლევა არ ჩატარდება“, – აღნიშნა მაკა იოსელიანმა.

წყარო: ექიმ რევმატოლოგ მაკა იოსელიანის განცხადება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა