თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — პროექტის ღირებულება 287.6 მლნ ლარია
კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე: სასაცილოცაა და ტრაგიკულიც — ყოფილი პრემიერი „შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“ დავიდა
„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტია“ ხდება
War update: 237 combat clashes on front lines in past 24 hours, 43 in Pokrovsk sector
Ukraine marks Military Intelligence Day
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,540 over past day
Kubilius says Putin himself is 'root cause' of war against Ukraine
Photo exhibition dedicated to rescuers’ courage amid war opens in Kyiv

რომან გოცირიძე: ირანისთვის განკუთვნილი 300-მილიარდიანი ფონდი უფრო რეალისტურად გამოიყურება, ვიდრე უკრაინასთან დაკავშირებული ანალოგიური სქემა

ნახვები: 299 რომან გოცირიძე: ირანისთვის განკუთვნილი 300-მილიარდიანი ფონდი უფრო რეალისტურად გამოიყურება, ვიდრე უკრაინასთან დაკავშირებული ანალოგიური სქემა

 

ყოფილი დეპუტატის, რომან გოცირიძე შეფასებით, ირანისთვის 300 მილიარდი დოლარის მოცულობის აღდგენითი ფონდის შექმნის იდეა, მიუხედავად არსებული კითხვებისა, შედარებით უფრო რეალისტურია, ვიდრე უკრაინასთან დაკავშირებული ანალოგიური ფინანსური მექანიზმი.

გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ირანის მიერ მოთხოვნილი 300 მილიარდი დოლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურების საფუძველი მკაფიოდ დათვლილი არ არის. მისი განმარტებით, ეს ციფრი პირველად 2026 წლის აპრილში ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაასახელეს, მოგვიანებით კი საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში პრაქტიკულად უცვლელად დამკვიდრდა.

მისი თქმით, უკრაინის შემთხვევაშიც ფიგურირებდა 300 მილიარდი დოლარის მოცულობის ფონდი, თუმცა განსხვავებული დანიშნულებით. გოცირიძის განმარტებით, საუბარი იყო მექანიზმზე, რომლის მიხედვითაც უკრაინას ბუნებრივი რესურსებისა და ინფრასტრუქტურის გამოყენებით მიღებული შემოსავლების ნაწილი ამერიკული დახმარების კომპენსირებისთვის უნდა მიემართა.

„ეს რიცხვიც ჰაერიდანაა მოტანილი, რადგან მნიშვნელოვნად აღემატება იმ დახმარების მოცულობას, რომელიც იმ პერიოდში რეალურად იყო გაწეული“, – წერს გოცირიძე.

მისივე შეფასებით, უკრაინულ-ამერიკული ფონდის მოდელი პრაქტიკულად არაეფექტიანი და ნაკლებად სიცოცხლისუნარიანია, მაშინ როდესაც ირანისთვის განკუთვნილი ფონდის შემთხვევაში განიხილება სპარსეთის ყურის ქვეყნების შესაძლო ფინანსური მონაწილეობა, თუმცა ამ სქემის განხორციელებაც სერიოზულ კითხვებს ბადებს.

გოცირიძე ასევე აღნიშნავს, რომ ირანის გარშემო მიმდინარე პროცესების განვითარება ჯერ კიდევ ბუნდოვანია და ბევრი რამ მომავალ პოლიტიკურ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული. მისი შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგები უფრო ნათლად გამოჩნდება უახლოეს თვეებში, მათ შორის ამერიკის შიდა პოლიტიკურ პროცესებზეც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა