ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მთავარი ამოცანაა 2028 წლისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სრული განეიტრალება, თავად ძალიან გვეხმარებიან ამ ამოცანის მიღწევაში, მადლობა თითოეულ მათგანს

ნახვები: 315 ირაკლი კობახიძე – ჩვენი მთავარი ამოცანაა 2028 წლისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სრული განეიტრალება, თავად ძალიან გვეხმარებიან ამ ამოცანის მიღწევაში, მადლობა თითოეულ მათგანს

ჩვენი მთავარი ამოცანაა 2028 წლისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სრული განეიტრალება და თავად ძალიან გვეხმარებიან ამ ამოცანის მიღწევაში. მადლობა თითოეულ მათგანს ამისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია წარმოადგენს ანტისახელმწიფოებრივ დაჯგუფებას, უცხოური აგენტურას და რაც მეტად იქნება მორღვეული ეს პოლიტიკური ძალა, მით უკეთესი იქნება ქართული დემოკრატიისთვის.

„ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი არ უნდათ და უნდათ, რომ ისინი მოუნდეს საზოგადოებას. ეს წარმოუდგენელია. ერთმანეთი როცა არ გინდათ, საზოგადოებას ვერ მოუნდებით. ეს არის ძალიან მარტივი რეალობა, რომელიც აისახა 2024 წლის, 2025 წლის, 2020 წლისა და 2021 წლის არჩევნებზე. ისინი ამ რეალობას ვერ გასცდნენ, რაც, საბოლოო ჯამში, ძალიან კარგია. ეს არის რადიკალური ოპოზიცია, ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფება, უცხოური აგენტურა. შესაბამისად, რაც მეტად იქნება მორღვეული ეს პოლიტიკური ძალა, მით უკეთესი ქართული დემოკრატიისა და ჩვენი პოლიტიკური სისტემისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანაა 2028 წლისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სრული განეიტრალება. თავად ძალიან გვეხმარებიან ამ ამოცანის მიღწევაში და მადლობა თითოეულ მათგანს ამისათვის“,  – განაცხადა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა