თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — პროექტის ღირებულება 287.6 მლნ ლარია
კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე: სასაცილოცაა და ტრაგიკულიც — ყოფილი პრემიერი „შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“ დავიდა
„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტია“ ხდება
War update: 237 combat clashes on front lines in past 24 hours, 43 in Pokrovsk sector
Ukraine marks Military Intelligence Day
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,540 over past day
Kubilius says Putin himself is 'root cause' of war against Ukraine
Photo exhibition dedicated to rescuers’ courage amid war opens in Kyiv

ირაკლი კობახიძე - თუ ევროპარლამენტს უნდა საქართველოში რევოლუციის მოწყობა, მიიღებენ შესაბამის პასუხს!

ნახვები: 304 ირაკლი კობახიძე - თუ ევროპარლამენტს უნდა საქართველოში რევოლუციის მოწყობა, მიიღებენ შესაბამის პასუხს!

თუ ევროპარლამენტს უნდა საქართველოში რევოლუციის მოწყობა, მიიღებენ შესაბამის პასუხს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ბრიუსელთან ურთიერთობის თვალსაზრისით სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში არიან.

„ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ, ჩვენ ვართ სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში. როგორც კი დავინახავთ, რომ საბჭოური მიდგომები შეიცვალა ევროპარლამენტში, თუ ევროპულ ბიუროკრატიაში, რა თქმა უნდა, მაშინვე განახლდება დიალოგი. ეს არის მათზე დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ მოლოდინის და სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ იმ კანონებზე, რომელიც მისი შეფასებით „ევროპარლამენტს არ მოსწონს“.

„რომ ავიღოთ „კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ - ერთი წლის და მეტი დროის განმავლობაში, ქვეყნის ცენტრალური გამზირი იყო გადაკეტილი. 150-მა ნაცმა შეაწუხა მთელი საქართველო და ამის წინააღმდეგ მივიღეთ კანონი და ახლა არ მოსწონთ ეს კანონი. აქედან ხომ ჩანს, რომ 150 „ნაცის“ მიერ 3 900 000 კაცის შეწუხება მოსწონს ევროპარლამენტს. ტროტუარზეც იგივეა. როგორც კი შევუწყვიტეთ რუსთაველის გამზირის გადაკეტვა, მერე დაიწყეს ტროტუარებზე სიარული და ტროტუარების გადაკეტვა. აქაც მივიღეთ კანონი. 150 კაცი რომ ხარ, დადექი და წყნარად იყავი! სადაც გინდა, იქ დადექი, ტროტუარზე ოღონდ არ შეუშალო სხვას ხელი. ტროტუარზეც არ შეუშალო სხვას ხელი. ეს კანონი მიღებულ იქნა იმის გამო, რომ ისინი კეტავდნენ ტროტუარებს, მანიფესტაციებს აწყობდნენ ტროტუარებზე, იმისთვის, რომ დისკომფორტი შეექმნათ 150 კაცით თბილისის მოსახლეობისთვის. ამის წინააღმდეგ მივიღეთ კანონი, აბსოლუტურად გამართული კანონია. ეს არ მოსწონს ევროპარლამენტს, გამოდის, რომ მათ მოსწონთ 150 კაცის მიერ 3 900 000 ადამიანის შეწუხება. არ შეიძლება 150 „ნაცი“ აწუხებდეს 3 900 000 ადამიანს საქართველოში“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება „გრანტების შესახებ“ კანონს, კობახიძის მტკიცებით, ამ კანონის მიღების შემდგომ დაამშვიდეს და დააწყნარეს ქვეყანა.

„გრანტებით საქართველოში ფინანსდებოდა სიძულვილის, აგრესიის გაღვივება, თავდასხმები მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, თავდასხმები სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ და ეს იყო ჩვეულებრივად უხეში საგარეო ინტერვენციის ინსტრუმენტი. ამის წინააღმდეგ იქნა მიღებული „გრანტების შესახებ კანონი“, ამ კანონის მიღების შემდეგ დავამშვიდეთ და დავაწყნარეთ ჩვენ ჩვენი ქვეყანა. მანამდე იყო ოთხი წლის განმავლობაში რევოლუციის ხუთი მცდელობა, რომლებსაც აწყობდნენ სწორედ ამ გრანტებით დაფინანსებული ორგანიზაციები და როდესაც გეუბნება ევროპარლამენტი, რომ ეს კანონი უნდა გააუქმო, ეს ნიშნავს იმას, რომ მეხუთე წლის თავზე უნდათ, რომ მოაწყონ კიდევ რევოლუციის მეექვსე მცდელობა და რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ ვერ გვექნება სხვანაირი რეაქცია, გვექნება ძალიან მკაცრი რეაქცია. თუ ევროპარლამენტს უნდა საქართველოში რევოლუციის მოწყობა მიიღებენ, რა თქმა უნდა, შესაბამის პასუხს“, - აცხადებს კობახიძე.

რაც შეეხება საპროტესტო აქციების დროს დაზარალებულ ადამიანებს, როგორც კობახიძემ აღნიშნა, იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც განხორციელდა ძალადობა და სადაც იყო აშკარა დანაშაულის ნიშნები და ამ ფაქტებზე სამართალდამცავ სტრუქტურებს, დაახლოებით ერთი თვის წინ, უკვე ჰქონდათ რეაგირება.

„რაც შეეხება მეორე მხარეს, ამასაც ითხოვენ, ხომ მოძალადეები გამოუშვითო? მოძალადეებს რაც შეეხება, 500-ზე მეტი ადამიანი ძალადობდა ყოველდღიურ რეჟიმში და მხოლოდ 30 ადამიანი იქნა დაკავებული და აქაც უნდა, რომ სხვანაირი მიდგომა იყოს. სინამდვილეში, ამ ადამიანებს უნდათ ერთადერთი რამ, ეს არის სახელმწიფოს დასუსტება, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტება. საერთოდ, მათ რომ ადამიანის უფლებები არ ადარდებთ, ეს ძალიან კარგად იის ყველამ. 2004-2012 წლებში სწორედ ევროპარლამენტი „აპრავებდა“ ადამიანების წამებას, ადამიანების გაუპატიურებას ციხეებში და ციხეებს გარეთ. ადამიანის უფლებები ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ. ერთადერთი, რაც აინტერესებთ დღეს, ამ ადამიანებს არის ის, რომ როგორმე დააბრუნონ სწორედ ეს მწამებლები - „ნაცები“ ხელისუფლებაში და რა თქმა უნდა, მათ ამ მცდელობაზე გვექნება შესაბამისი რეაგირება და პასუხი.

მათი საქმეა საკუთარი საბჭოური მიდგომების გადახედვა. მათ საკუთარ საბჭოურ მიდგომებს უნდა გადახედონ, ამ შემთხვევაში, ურთიერთობები აღდგება და დაუბრუნდება სწორ ჩარჩოებს“, - განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა