ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

მიხეილ სააკაშვილი - ჩემი ავტორიტეტი არის წმინდა წყლის მორალური ხასიათის მატარებელი

ნახვები: 275 მიხეილ სააკაშვილი - ჩემი ავტორიტეტი არის წმინდა წყლის მორალური ხასიათის მატარებელი

მინდა, ზოგიერთ ჩემს მეგობარს ვუპასუხო შიდა დემოკრატიაზე. ისინი მსაყვედურობენ, მიშა მხოლოდ ვიწრო წრეში იღებს გადაწყვეტილებებს და მერე გვაცნობსო. მეორე საყვედური ის იყო, რომ მიშას ხმა, რეალურად, ერთი ხმა კი არა, ბევრი ხმა არისო და ამიტომ არ უნდა გაახმოვანოს თავისი გადაწყვეტილებაო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი წერს, სურს, ყველას შეახსენოს, „რა არის თამაშის წესები, ნამდვილი დემოკრატია, ლიდერობა, მორალური ავტორიტეტი“.

„კი, მე ვარ იზოლირებული, ვეკონტაქტები ძირითადად ჩემს თავს და ასევე ციხის თანამშრომლებს, რომელთა ნაწილს შუშის თვალები აქვს, მაგრამ, ჯერ ერთი, ვინც ჩემს პოსტებს კითხულობთ, ვინმემ შეამჩნიეთ, რომ მარაზმში ვარ ჩავარდნილი და არ ვიცი, რა ხდება ამ ქვეყანაზე? რომც არ ვიცოდე, ჩემი გადაწყვეტილება არაფერი იმაზე მეტი არაა, ვიდრე უბრალო წინადადება, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ ან არ მიიღოთ და აქ ვიწრო წრე არაფერ შუაშია.

რაც შეეხება იმას, რომ ჩემი ხმა ბევრ ხმას უდრის (ჩემი ახლო მეგობარი ეკა წამალაშვილი) – ჩემო ეკა, იცი, რა არის ლიდერობა? როცა შენ უფრო გისმენენ, ვიდრე ზოგიერთ სხვას.

ამ თემაში ჩვენი არაკეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან, პარტია ემორჩილებაო. ივანიშვილი ემყარება ძალადობას და ფულს, მე კიდევ მინდა, ვკითხო ენმ-ის წევრებს, ვინმეზე ვიძალადე? ან ჩემგან რამე მატერიალურ სარგებელს იღებთ? ჰოდა, თუ არ იღებთ, ესე იგი, ჩემი ავტორიტეტი არის წმინდა წყლის მორალური ხასიათის მატარებელი.

იმათაც მინდა, ვუპასუხო (და ეს ნანუკამ გააჟღერა), მიშა ციხეში ზის და მის აზრს ამის გამო მნიშვნელობა, შეიძლება, არც ჰქონდესო. ჩემო ნანუკა, ნელსონ მანდელა 30 წელი იჯდა, მაგრამ მის აზრს აფრიკის ნაციონალური კონგრესი რეგულარულად კითხულობდა.

მაგალითად, მე მაინტერესებს ნადირაძის და ხაბეიშვილის აზრი, მერე რა, რომ ციხეში არიან. ჰოდა, რა ვიცი, მინდოდა, ყველასთვის შემეხსენებინა, რა არის თამაშის წესები, ნამდვილი დემოკრატია, ლიდერობა, მორალური ავტორიტეტი და ასე შემდეგ“, – წერს სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა