თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — პროექტის ღირებულება 287.6 მლნ ლარია
კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე: სასაცილოცაა და ტრაგიკულიც — ყოფილი პრემიერი „შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“ დავიდა
„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტია“ ხდება
War update: 237 combat clashes on front lines in past 24 hours, 43 in Pokrovsk sector
Ukraine marks Military Intelligence Day
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,540 over past day
Kubilius says Putin himself is 'root cause' of war against Ukraine
Photo exhibition dedicated to rescuers’ courage amid war opens in Kyiv

თინა ბოკუჩავა - რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“

ნახვები: 305 თინა ბოკუჩავა - რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“

რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“ და რა თქმა უნდა, ვიბრძოლებ ბოლომდე! - საქართველო გაიმარჯვებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.

ბოკუჩავას მიაჩნია, რომ მისი გუშინდელი ბრიფინგის შემდეგ საჭიროა მისი პარტიაში დარჩენის საკითხზე განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთოს.

„ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის, რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს ვთქვი: რა თქმა უნდა ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“ და რა თქმა უნდა ვიბრძოლებ ბოლომდე! საქართველო გაიმარჯვებს“, - წერს თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატი არის ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი.

სააკაშვილის თქმით, „პარტია არა მხოლოდ გასაცოცხლებელია, არამედ იმაზე უკეთეს ფორმაშია მოსაყვანი, ვიდრე იყო 2003 წელს". მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უპასუხა მედიასთან "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედმა თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ და განაცხადა, რომ სააკაშვილის "ფეისბუქ" პოსტი "მოულოდნელი იყო".

ბოკუჩავას თქმით, მისთვის "უკიდურესად სამწუხაროა" და მიაჩნია, რომ "სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა