ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

დონალდ ტუსკი - რუსი სატირიკოსი მხატვრის, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის საქართველოს პასპორტს იყენებს

ნახვები: 348 დონალდ ტუსკი - რუსი სატირიკოსი მხატვრის, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის საქართველოს პასპორტს იყენებს

ბიალა პოდლასკაში რუსეთის მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის საქართველოს პასპორტს იყენებს, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ავრცელებს.

„ლუბლინის პოლიციამ და შიდა უსაფრთხოების სააგენტომ ბიალა პოდლასკაში რუსეთის მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა. ის საქართველოს პასპორტს იყენებს“, - წერს ტუსკი X-ზე

ტუსკის თქმით, პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურები მკვლელობის დამკვეთის დასადგენად მუშაობენ.

ცნობისთვის, საქმე რამდენიმე დღის წინ პოლონეთში, ბიალა პოდლასკაში რუსეთის მოქალაქის, 44 წლის მამაკაცის მკვლელობას ეხება. რუს მხატვარს და სატირიკოსს, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის, თავდამსხმელმა საცხოვრებელ კორპუსთან რამდენჯერმე ესროლა. პოლონური მედიის ინფორმაციით, სკრეპეცკი საკუთარ ნამუშევრებში რუსეთის ხელისუფლებას, მათ შორის ვლადიმერ პუტინს ხშირად აკრიტიკებდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა