ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ალექსანდრე ლუკაშენკო - თუ ვოლოდიმირ ზელენსკი განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი

ნახვები: 397 ალექსანდრე ლუკაშენკო - თუ ვოლოდიმირ ზელენსკი განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ მისი კომენტარები გამოწვეული იყო უკრაინის მხრიდან მუქარებით, მათ შორის განცხადებებით, რომ კიევმა ბელარუსში ასობით პოტენციური სამიზნე გამოავლინა და მისი ადგილსამყოფელიც იცოდა.

„შესაძლოა, გადავაჭარბე, მაგრამ ეს მისი უადგილო განცხადებების პასუხი იყო : „დიახ, ჩვენ გვაქვს 500 სამიზნე, დიახ, ვიცით, სად არის ლუკაშენკო. ხვალ რაკეტებითა და დრონებით დარტყმას მივაყენებთ“. ჩუმად ვიყავი. ყველას უკვირდა, რომ ჩუმად ვიყავი. მივხვდი: ეს ადამიანი ზეწოლის ქვეშ იყო, ახალგაზრდა კაცი, გამოუცდელი, ის სამხედრო პირი არაა. შესაძლოა, თავში რაღაც აერ-დაერია. ჩუმად ვიყავი. მაგრამ როდესაც მათ მუქარა დაიწყეს, იძულებული გავხდი მეპასუხა. თუ ვოლოდიმირ ალექსანდრეს ძე განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი მას ამ სიტყვებისთვის. შესაძლოა, არ უნდა მეთქვა, იმის გათვალისწინებით, რომ ის, ბოლოს და ბოლოს, ბრძოლაშია. შესაძლოა, ასე მკაცრად არ უნდა მესაუბრა ამაზე. მაგრამ, მეორეს მხრივ, უნდა გაიგოს: „როგორც მოექცევი, ისე მოგექცევიან“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უფრო მეტი სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოს.

„უფრო მეტიც, მას შესანიშნავად ესმის, რომ ბელარუსისგან, განსაკუთრებით კი ჩემგან, არანაირი სამხედრო ქმედება არ არის მოსალოდნელი. ის უნდა დამშვიდდეს და მიიღოს რეალობა: არ არის საჭირო ჩემი ან ბელარუსების პროვოცირება. ბელარუსში ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც ისევე სურს მშვიდობა, როგორც მას და უკრაინელებს“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

ცნობისთვის, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ თუ ბელარუსს საფრთხეს დაემუქრებოდა, უკრაინაში „ძალიან სერიოზულ“ სამიზნეს დაარტყამდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა