ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

აშშ-სა და ირანს შორის „სამშვიდობო შეთანხმება“ მიღწეულია, ხელმოწერა კი 19 ივნისს შვეიცარიაში შედგება

ნახვები: 338 აშშ-სა და ირანს შორის „სამშვიდობო შეთანხმება“ მიღწეულია, ხელმოწერა კი 19 ივნისს შვეიცარიაში შედგება

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა განაცხადა, რომ „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის სამშვიდობო შეთანხმება მიღწეულია“.

მისივე ინფორმაციით, ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია პარასკევს, 19 ივნისს, შვეიცარიაში გაიმართება.

"ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის სამშვიდობო შეთანხმება მიღწეულია. ორივე მხარემ გამოაცხადა სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივი და სამუდამოდ შეწყვეტის შესახებ ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში.

ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია პარასკევს, 19 ივნისს, შვეიცარიაში გაიმართება.

გვსურს მადლობა გადავუხადოთ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის ძიებაში მათი ერთგულებისთვის. ასევე, გვსურს გულწრფელი მადლიერება გამოვხატოთ შუამავლობის მცდელობაში მონაწილე ჩვენი ძმების, კატარის დიდებული ხელმძღვანელობის მიმართ - შეთანხმების მიღწევაში მათი მხარდაჭერისთვის. ასევე, განსაკუთრებით მადლობას ვუხდი საუდის არაბეთს და თურქეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობას ამ კუთხით შეტანილი უზარმაზარი წვლილისთვის.

შეთანხმების მიღწევის შემდეგ, მედიატორები ამ კვირაში შეხვედრების სერიას გამართავენ. საკონსულტაციო განხილვები საფუძველს ჩაუყრის ტექნიკურ მოლაპარაკებებსა და ოფიციალურ ხელმოწერის ცერემონიას", - აცხადებს პაკისტანის პრემიერი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა