ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრა ფოკუსირებული იყო ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გამომწვევ საკითხებზე

12.06.2026 ნახვები: 296

ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის გამართული გუშინდელი შეხვედრა ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, რომელიც ფოკუსირებული იყო ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გამომწვევ საკითხებზე, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა „ევროსკოპის“ შეკითხვის საპასუხოდ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, შეხვედრა წარმოადგენს ვიზების რეგულაციით გათვალისწინებული სტანდარტული პროცესის ნაწილს, რომელიც ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ ხორციელდება.

მარკუს ლამერტის განმარტებით, ეს შეხვედრა და ეს პროცესი მიმდინარე წლის მარტში მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა შეჩერდა.

„ამ პროცესის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რამაც შეჩერება გამოიწვია და ეს არის საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების დარღვევა დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, კომისიამ ქართულ მხარეს დეტალურად გააცნო თავისი გადაწყვეტილების მიზეზები.

„გუშინდელი შეხვედრა ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, რომელიც ფოკუსირებული იყო ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გამომწვევ საკითხებზე. კომისიამ დეტალურად გააცნო თავისი გადაწყვეტილების მიზეზები, რომლებიც დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებს ეხება. ქართულმა მხარემ ასევე წარმოადგინა თავისი შეხედულებები. დისკუსია ფაქტებზე დაფუძნებულ ატმოსფეროში წარიმართა. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ხელისუფლებას წარუდგენენ ანგარიშს და განიხილავენ არსებით და პოტენციურ შემდეგ ნაბიჯებს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა