თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — პროექტის ღირებულება 287.6 მლნ ლარია
კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე: სასაცილოცაა და ტრაგიკულიც — ყოფილი პრემიერი „შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“ დავიდა
„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტია“ ხდება
War update: 237 combat clashes on front lines in past 24 hours, 43 in Pokrovsk sector
Ukraine marks Military Intelligence Day
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,540 over past day
Kubilius says Putin himself is 'root cause' of war against Ukraine
Photo exhibition dedicated to rescuers’ courage amid war opens in Kyiv

ირანის საგარეო უწყება - ირანს აშშ-სთან შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია

ნახვები: 325 ირანის საგარეო უწყება - ირანს აშშ-სთან შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ესმაილ ბაღაის განცხადებით, შეერთებულ შტატებთან საბოლოო შეთანხმების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ სპეკულაციაა და თეირანს შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, - ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, კატარი და პაკისტანი აქტიურები არიან, როგორც შუამავლები, მაგრამ აშშ-ის ქმედებები გავლენას ახდენს დიპლომატიურ პროცესზე.

„თავიდანვე ჩვენთვის მოლაპარაკებების სტატუსი ნათელი იყო და ტექსტის დიდი ნაწილი უკვე დასრულებული იყო. თუმცა, ამერიკელები პოზიციებს ცვლიდნენ“, - განაცხადა ბაღაიმ.

მისი თქმით, ირანმა „დაამტკიცა, რომ არ მიდის კომპრომისზე იმ საკითხებზე, რაც წითელ ხაზებად განსაზღვრა“.

„ირანს, ჯერჯერობით, არანაირ შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია“, - აღნიშნა ბაღაიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა