თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — პროექტის ღირებულება 287.6 მლნ ლარია
კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე: სასაცილოცაა და ტრაგიკულიც — ყოფილი პრემიერი „შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“ დავიდა
„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტია“ ხდება
War update: 237 combat clashes on front lines in past 24 hours, 43 in Pokrovsk sector
Ukraine marks Military Intelligence Day
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,540 over past day
Kubilius says Putin himself is 'root cause' of war against Ukraine
Photo exhibition dedicated to rescuers’ courage amid war opens in Kyiv

არჩილ იაკობაშვილი - სომხეთ-ევროკავშირის თემის არაკვალიფიციურად შემოგდება ქართულ მედიასივრცეში ირიბად იმავე რუსულ ნარატივს ხომ არ ემსახურება?

ნახვები: 306 არჩილ იაკობაშვილი - სომხეთ-ევროკავშირის თემის არაკვალიფიციურად შემოგდება ქართულ მედიასივრცეში ირიბად იმავე რუსულ ნარატივს ხომ არ ემსახურება?

სომხეთისა და ევროკავშირის ურთიერთობებზე ქართულ საჯარო სივრცეში დისკუსიის მახინჯი ფორმით წამოწყების მიზანი, „რუსულ ნარატივს ხომ არ ემსახურება, რომ ევროკავშირი საქართველოსთვისაც ცუდია, რომ კონსტიტუციიდან 78. მუხლი ამოსაღებია, რომ ევროპას კავკასიაში არაფერი ესაქმება და რომ არც საქართველოს არაფერი ესაქმება ევროკავშირში?!“- აცხადებს ეკონომიკის პროფესორი, გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის წევრი არჩილ იაკობაშვილი.

„რუსეთუმე ექსპერტებმა შეჭმუხვნული სახეებით ახალი ვითომ საჭირბოროტო თემა წამოიწყეს, "სომხეთს ევროკავშირთან არც სახმელეთო და არც საწყლოსნო შეხება არ აქვს, რის გამოც საერთოდ ევროკავშირში რა ესაქმება, თავისუფალი სავაჭრო სივრცე როგორ უნდა შექმნას, ვის დაკარგვიაო?"

ჯერ ერთი, ევროკავშირში მოქმედი რამოდენიმე წევრია კონტინენტთან სახმელეთო კავშირის გარეშე - მაგალითად, ირლანდია, მალტა, კვიპროსი.

მეორეც, თავისუფალი სავაჭრო სივრცე აქვს მაგალითად, იზრაელთან.

მესამეც, გრენლანდია, კანარები, გვადალუპი, მარტინიკი, კურასაო და სურინამიც ევროკავშირის ტერიტორიებია.

სადაც კანადის და ისლანდიის ევროკავშირში წევრობაზე საუბრობენ, იქ სომხეთმა, რომელსაც ასეთი დიდი ლობისტი გამოუჩნდა საფრანგეთის სახით, რა დააშავა ?!

ევროკავშირს ორმხრივი საბაჟო კავშირი აქვს თურქეთთან (აბა, 1990-იან წლებში ევროპიდან ამდენი ავტომანქანა როგორ შემოდიოდა საქართველოში თურქეთის ტერიტორიის გავლით?), რომლის ტრანზიტითაც მომავალში უპრობლემოდ შეძლებს, რომ ისარგებლოს სომხეთმაც.

ამ თემის ასე არაკვალიფიციურად შემოგდება ქართულ მედიასივრცეში ირიბად იმავე რუსულ ნარატივს ხომ არ ემსახურება, რომ ევროკავშირი საქართველოსთვისაც ცუდია, რომ კონსტიტუციიდან 78. მუხლი ამოსაღებია, რომ ევროპას კავკასიაში არაფერი ესაქმება და რომ არც საქართველოს არაფერი ესაქმება ევროკავშირში ?!“, - აცხადებს იაკობაშვილი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა