ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდა — კალასი: „პუტინს ყველაზე მტკივნეულ ადგილას ვარტყამთ“
კლინიკა: ვერაზე სროლის საქმეზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა
თენგიზ აბლოთია - ქურდული მენტალიტეტი, ყოფითი აგრესია და ქვეყანა, რომელიც ავადაა
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას ეხმაურება: „ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა იდიოტის ან პროვოკატორის საქციელია“
კლინიკა „ჰელსიკორი“: ვერაზე დაჭრილი ორი ახალგაზრდა ოპერაციის შემდეგ სტაბილურ მდგომარეობაშია
Freedom House ვახო სანაიას დაპატიმრებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
ვერაზე სროლის საქმეზე ერთი პირი დააკავეს — დაჭრილია ოთხი ადამიანი, მათ შორის გარდაიცვალა ერთი არასრულწლოვანი
Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea

არჩილ იაკობაშვილი - პუტინი საკუთარ შვილებს გერმანულად ესაუბრება და გერმანული დისციპლინით ზრდის

ნახვები: 321 არჩილ იაკობაშვილი - პუტინი საკუთარ შვილებს გერმანულად ესაუბრება და გერმანული დისციპლინით ზრდის
პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე რუსეთის პრეზიდენტმა გერმანიის ლანძღვიას მნიშვნელოვანი დრო დაუთმო, მშინ როდესაც საკუთარ შვილებს გერმანულად ესაუბრება და გერმანული დისციპლინით ზრდის, - აცხადებს ეკონომიკის პროფესორი, გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის წევრი არჩილ იაკობაშვილი.
 
"მთელი მსოფლიოს ყურადღება პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე პუტინის გამოსვლისკენ იყო მიმართული, მაგრამ თავად დაარღვია დღის წესრიგი. 
დაგვიანების ოფიციალური მიზეზი: ფორუმის ყველა მონაწილის კორონაზე ტესტის შედეგები ჯერ არ შემოსულა, რის გამოც მწვანე შუქი უსაფრთხოების სამსახურიდან არ აქვს.
სამაგიეროდ, გვერდით ოთახში ჩაატარა საერთაშორისო პრესკონფერენცია, რომლისთვისაც გამოყოფილი იყო ერთი საათი, მაგრამ დაასრულა სამ საათში, რომლიდანაც ორი საათი დაუთმო გერმანიის შეურაცხყოფას.
როგორც ჩანს, ვეღარ მოითმინეს გერმანელებმა და საღამოს "ბილდმა" საჯარო გახადა პუტინის, მისი ორი მცირეწლოვანი ვაჟის და მათი გერმანელი აღმზრდელების ურთიერთმიმოწერები, რომლის მიხედვით "ბახის რაფსოდიის შემდეგ ბეთჰოვენის მე-5 სიმფონიის სწავლა უნდა დაიწყოო."
საკუთარ შვილებს ესაუბრება მხოლოდ გერმანულად.
როცა სხვის შვილებს საზარბაზნე ხორცად აგზავნის უკრაინაში სასაკლაოზე, საკუთარი შვილები თურმე უნდა გაიზარდონ გერმანული დისციპლინით, გერმანულ კლასიკურ მუსიკაზე (ვითომ ჩაიკოვსკი ბეთჰოვენზე ნაკლები კლასიკოსი იყოს), და არ აკლებს გერმანულ განათლებას", - აცხაებს იაკობაშვილი
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა