თბილისში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა მოქალაქე და პატრულ-ინსპექტორი დაჭრა - ბრალდებული დაკავებულია
Ukraine informing international partners about Russian strike on nuclear waste storage facility – Zelensky
Unmanned aerial systems strike 26 Russian targets in occupied territories, Bryansk region overnight
Russia loses 1,350 troops, two air defense systems in war against Ukraine over past day
Tysiachovesna initiative receives over 1,000 applications – Zelensky
After casting ballot, Pashinyan says democracy will strengthen regional cooperation
შსს გორის პოლიციის განყოფილების დეტექტივის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
არჩილ იაკობაშვილი - სომხეთ-ევროკავშირის თემის არაკვალიფიციურად შემოგდება ქართულ მედიასივრცეში ირიბად იმავე რუსულ ნარატივს ხომ არ ემსახურება?

ახალი ფინანსური რეპრესიები, რომელსაც 3 მიზანი აქვს– გოჩა მირცხულავა

03.06.2026 ნახვები: 252

ანალიტიკოსი - გოჩა მირცხულავა:
 
“ოცნებაში” ვითარება იმაზე მძიმეა, ვიდრე ეს გარედან ჩანს. ბევრი ინტერპრეტაცია მოვისმინე და წავიკითხე, თუმცა… მაისის დასაწყისიდან მმართველ გუნდში მდგომარეობა ძალიან აიჭრა. ახლა ცალკეულ ნიუანსზე გავამახვილებ ყურადღებას. “ოცნების” ელიტას ერთდროულად რამდენიმე საკითხი აქვს გადასაჭრელი, რომელთაგან ზოგი საერთო ინტერესისაა, ზოგიც შიდა კლანური.
1. რეალურად დაწყებულია ახალი ფინანსური რეპრესიები, რომელსაც სამი მიზანი აქვს: ა) ბიუჯეტში უნდა შევიდეს დამატებითი სახსრები; ბ) შავ სალაროს არ უნდა მოაკლდეს შემოსავალი; გ.) მკაცრად გაკონტროლდეს, რომ ბიზნესმა – განსაკუთრებით ექსნაცმა ბიზნესმენებმა, რომლებიც დიდებულად დაპორტირდნენ “ქოცებში”, არც ერთი თეთრით არ დააფინანსონ ოპოზიცია;
2. ამ ამოცანების შესასრულებლად, უკვე არსებული ინსტრუმენტების გარდა გადაწყდა შემოსავლების სამსახურის გამოყენება:
ა.) უნდა დაწეროს მაღალი ჯარიმები, რაც გაზრდის საბიუჯეტო შემოსავლებს;
ბ.) შესაძლებლობის ფარგლებში გამოიკვეთოს დანაშაულის ნიშნები, რაც შავი სალაროს შევსების საშუალება უნდა გახდეს;
3. ძირითადი სამიზნე სეგმეტია ენერგეტიკული, მეღვინეობის, სამედიცინო და საამშენებლო ბიზნესი; მნიშიშვნლოვანი ადინისტრაციული და ფინანსური ზედწოლა უნდა მოხდეს მცირე ბიზნესზე;
ჩამოთვლილის გაშიფრვრას ახლა არ დავიწყებ თავად გაიკითხეთ და მიხვდებით და მიიღებთ ინფორმაციებს – სად რა ხდება და ვის როგორ პარსავენ.
ამ ფონზე განსაკუთრებით საინტერესოდ გამოიყურება სვანეთში მაინინიგის თემა, რომელიც რეალურად კლანური გადანაწილებაა. “ოცნებაში” საუბრობენ თუ კონკრეტულად, რომელი მისი კოლეგის “უწყინარი” ჩაშვების შემდეგ “გაიწირა” ვიქტორ ჯაფარიძე. ვინ “დადო” სქემა და ვინ უნდა იხეიროს ამ პროცესის შედეგად. (რადგან აქ ჩემი პერსონალური პოზიცია სეირის მაყურებელია “კოლეგის” გვარს არ დავასახელებ. სარგებელს რომელი კლანი ნახავს ცხადია.)
საკმაოდ საინტერესო პროცესს ველოდები ენერგოკომპანიების “პარსვის” დროს. მით უფრო, რამდენიმეს მფლობელთან (აქაც შევინახავ გვარებს, რადგანაც მათ შავ ბედზე მე ვერ ვიდარდებ), მიუხედავად “დალაგებულობისა” თავად “ოცნებაში” არსებობს პერსონალური ვერ ატანის მომენტი.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, საკმაოდ აქტიურობენ შევარდნაძის დროინდელი პერსონები, რომლებიც რეალურად თავიანთი ყოფილი მეგობრებისა თუ მტრების წინააღმდეგ ათას ტყუილ თუ მართალ ინფორმაციებს აწვდიან სადაც ჯერ არს. ესეც პერსონალური შურისძიების მომენტია, თუმცა ვინც თემას მოაჯდება ის იხეირებს ამ ყველაფრისგან, ესეც ცხადია.
ძალიან საინტერესოა “დალაგებული” ექსნაცი ბიზნესმენების თემაც. მაისში მათი ახალი სია გაკეთდა და აი, დღეს რომ როგორც თევზი წყალში ისე გრძნობს თავს, ისეთ ტიპებს მალე ნაპირზე ამოაგდებენ. შესაძლოა, ვიღაცას რამდენიმე სახლის გაყიდვა დათმობაც მოუწიოს. ბიზნესის წილში ვის ჩაიზიარებენ ეგეც ცალკე თემად. ამ დროისთვის დაახლოვებით 25-მდე ასეთ ბიზნესმენზეა საუბარი. არ ვარ ბოროტი, მაგრამ რამდენიმე გვარის გაგონება ამ სიაში ფრიად სასიამოვნო იყო.
პროცესები ბევრი მიმართულებით უკვე დაწყებულია, ველოდები ცალკეულ ფორსირებასაც, იმის მიხედვით ესა თუ ის კლანი რა საფრთხეს იგრძნობს.
თავად ბიზნესმენებს რაც შეეხებათ, მანდ ხომ ყველაფერი ნათელია. მაგათ ვიდრე მაისურით და ტრუსით არ დატოვებენ ხმას არ ამოიღებენ. თუმცა სახალისო და საინტერესო ის არის, რომ ამ ეტაპზე ყველა ცდილობს ინდივიდუალურად და ჩუმად მოგვარდეს.
უი, ტრანზაქციებზე გამახსენდა… ყველა მნიშვნელოვანი ტრანზაქცია, ყოველი დღის ბოლოს ამონაწერად უდევთ მაგიდაზე იმათ, ვისაც ამ თემის “მონიტორინგი” აქვს დავალებული.
ძალიან ვწუხვარ, რომ მეტის და უფრო კონკრეტულის თქმას რიგი გარემოების გამო ვერ ვახერხებ. უბრალოდ, პროცესს დიდი სიამოვნებით ვუყურებ. ისე, პატივცემულო “ოცნება” რამდენიმე ადამიანი აშკარად გამორჩენილი გყავთ და მიაქციეთ მათაც ყურადღება – იმსახურებენ…

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა