თბილისში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა მოქალაქე და პატრულ-ინსპექტორი დაჭრა - ბრალდებული დაკავებულია
Ukraine informing international partners about Russian strike on nuclear waste storage facility – Zelensky
Unmanned aerial systems strike 26 Russian targets in occupied territories, Bryansk region overnight
Russia loses 1,350 troops, two air defense systems in war against Ukraine over past day
Tysiachovesna initiative receives over 1,000 applications – Zelensky
After casting ballot, Pashinyan says democracy will strengthen regional cooperation
შსს გორის პოლიციის განყოფილების დეტექტივის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
არჩილ იაკობაშვილი - სომხეთ-ევროკავშირის თემის არაკვალიფიციურად შემოგდება ქართულ მედიასივრცეში ირიბად იმავე რუსულ ნარატივს ხომ არ ემსახურება?

ლევან ხაბეიშვილი - მდორე პროცესით ვერ მოვერევით ბიძინას

02.06.2026 ნახვები: 265

მოქმედება და ბრძოლაა საჭირო. კლავიატურაზე კაკუნის იქით გვაქვს საბრძოლო, თავგანწირვა და რისკი საჭირო აქტიურობაა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

ამასთან, ხაბეიშვილი მმართველ გუნდში შიდა დაპირისპირებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესები „ქართული ოცნების“ სხვადასხვა ჯგუფს შორის წინააღმდეგობას უკავშირდება.

მისივე შეფასებით, ირაკლი კობახიძე პოლიტიკური წნეხის ქვეშ იმყოფება, ხოლო მის შესაძლო შემცვლელებად პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი განიხილებიან.

„მდინარაძის განცხადება - სვანეთში მაინინგებთან დაკავშირებით, მიმართული იყო ვიქტორ ჯაფარიძის წინააღმდეგ, თუ ეს ასე არ არის, ჰკითხეთ ჯაფარიძეს, ეთანხმება თუ არა მამუკა მდინარაძეს რამდენიმე ყაჩაღის გამო მთელი სვანეთი რომ უნდა დაისაჯოს; ჰკითხეთ ვიქტორს, გამოიმუშავებს თუ არა „კრიპტოს“ მისი კლანი სვანეთში, უფასო დენით.

130 მლნ კილოვატი, რომ ებევრა მდინარაძეს, ჰკითხეთ ივანიშვილი გლდანში 430 მლნ-მდე კილოვატს რომ მოიხმარს ( თბილისის მოსახლეობის 50%), ამაზე რას ფიქრობს და არის თუ არა ეს აღიარება, რომ ხალხს დენი ბიძინამ ვიქტორ ჯაფარიძის და “ასეთების” გამო გაუძვირა.

კობახიძე vs ჯაფარიძე, ეს არის პასუხი ხუნდაძის საბოტაჟზე კობახიძის მიმართ. სიგნალია, თუ ასე გააგრძელებს “მეამბოხე ხალხის ძალა”, მაშინ მათ ფულის ტომარას დასჯიან და დატოვებენ შავი ფულის გარეშე. შიდა კლანური დაპირისპირების ახალი ტალღა ივანიშვილის კარზე.

ამასობაში კობახიძე გამზადებულია “დასაკლავად”, მის შემცვლელად წულუკიანი და ქვრივიშვილი განიხილება.

უბრალოდ უნდა გავიხსენოთ, რომ ასე მდორე, “დაველოდოთ” , “თავისით მოხდება”, პროცესით ვერ მოვერევით ბიძინას, მოქმედება და ბრძოლაა საჭირო. კლავიატურაზე კაკუნის იქით გვაქვს საბრძოლო, თავგანწირვა და რისკი საჭირო აქტიურობაა.

პ.ს მომეცა უფლება ფოსტით მივიღო წერილები, გთხოვთ არ დაიზაროთ და მომწეროთ თქვენი ანალიზი და პოზიციები, ასევე, წერილთნ ერთად გამომიგავნეთ რაიმე ბეჭდური მასალა (გაზეთები) “, - წერს ხაბეიშვილი წერილში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა