თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — პროექტის ღირებულება 287.6 მლნ ლარია
კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე: სასაცილოცაა და ტრაგიკულიც — ყოფილი პრემიერი „შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“ დავიდა
„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტია“ ხდება
War update: 237 combat clashes on front lines in past 24 hours, 43 in Pokrovsk sector
Ukraine marks Military Intelligence Day
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,540 over past day
Kubilius says Putin himself is 'root cause' of war against Ukraine
Photo exhibition dedicated to rescuers’ courage amid war opens in Kyiv

არჩილ იაკობაშვილი - ურთიერთობების ნორმალიზაციამდე გერმანია ახალი ელჩის თბილისში გაგზავნისგან სამწუხაროდ, ჯერ თავს შეიკავებს

ნახვები: 337 არჩილ იაკობაშვილი - ურთიერთობების ნორმალიზაციამდე გერმანია ახალი ელჩის თბილისში გაგზავნისგან სამწუხაროდ, ჯერ თავს შეიკავებს

გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მიმართ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების თავდამსხმები გრძელდები. ხელისუფლების წარმომადგენლების ერთი ნაწილი კი იმედოვნებს, რომ პეტერ ფიშერის უფლებამოსილების ამოწურვის შემდგომ - ახალი ელჩის პირობებში, გარმანია-საქართველოს ურთიერთობები გაუმჯობედსდეს. ამავდროულად, ამ დრომდე ვერ შეუდგა უფლებმოსილების შესრულებას გერმანიაში საქართველოს ხელისუფლების მიერ ელჩად დანიშნული ალექსანდრე კარტოზია.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარს აკეთებს ეკონომიკის პროფესორი, გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის წევრი არჩილ იაკობაშვილი.

„მას შემდეგ, რაც პეტერ ფიშერი ერთ თვეში დაასრულებს საქართველოში მოღვაწეობას, ჩემი აზრით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციამდე გერმანია ახალი ელჩის თბილისში გაგზავნისგან სამწუხაროდ, ჯერ თავს შეიკავებს.

 ურთიერთობის ნორმალიზაცია "ქართული ოცნების" მიერ მიტაცებული ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის ჩრდილოვანი მმართველობის პირობებში გერმანიის გადასახედიდან შეუძლებელია.

რა გარანტია აქვს გერმანიის მთავრობას, რომ ახალი ელჩიც ვერბალური თავდასხმების ქვეშ არ მოექცევა "ქართული ოცნების" ხელისუფლების დ მისი პროპაგანდისტების მხრიდან ?!

დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობები შენარჩუნდება მინიმალურ დონეზე, საელჩოს სტაფი გააგრძელებს მუშაობას (კონსული, მრჩეველი, მდივანი, ატაშე), მაგრამ ელჩის და დესპანის გარეშე.

დიპლომატიაში ელჩის არგაგზავნა წარმოადგენს უკიდურეს ზომას დაძაბული ურთიერთობის ფონზე პროტესტის გამოსახატად.

იგივე მიზეზით, გერმანიის მთავრობა პარალელურად არც თბილისის მიერ დანიშნული ელჩისგან მიიღებს აგრიმანს და არ მოახდენს მის აკრედიტაციას გერმანიის ტერიტორიაზე - შესაბამისად, ბ-ნი ალექსანდრე კარტოზია, ბისმარკის ცნობილი ფრაზა რომ გავიხსენოთ, იქნება ე.წ. "უჰალსტუხო ელჩი."- აცხადებს იაკობაშვილი

შეგახსენებთ, რადიო თავისუფლებისათვის მიცეულ ინტერვიუში პეტერ ფიშერი აცხადებს -  „ეს არის ჩემი ერთგვარი დასკვნა საქართველოზე, აქ ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ: ვფიქრობ, ისინი, ვინც საქართველოში ძალაუფლებაში არიან, მივიდნენ დასკვნამდე, რომ არ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, რომ ეს არ არის მათ ინტერესში. თუმცა მათ არ შეუძლიათ ეს უთხრან მოსახლეობას..."

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა