ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

სალომე ზურაბიშვილი - იმ წერტილს მივაღწიეთ, როდესაც ან საკუთარი თავი უნდა გადავარჩინოთ, ან დიქტატურას დავემორჩილოთ

01.06.2026 ნახვები: 329

ის, რაც საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდა, დემოკრატიისა და სახელმწიფოს მიტაცებაა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოსლოს თავისუფლების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღეს ალბათ ყველაზე რთულ პერიოდს გავდივართ. გუშინ საქართველო დემოკრატიის შუქურა იყო. მეზობელ ქვეყნებს შორის ევროინტეგრაციის საკითხებში ლიდერი იყო. ის რეფორმებისა და ტრანსფორმაციის მოდელი იყო. 2008 წელს რუსეთის აგრესიის მიუხედავად, მისი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის მიუხედავად, საქართველომ სუვერენიტეტის შენარჩუნება შეძლო. მაგრამ ძალიან სწრაფად, ის, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდა, დემოკრატიისა და სახელმწიფოს მიტაცებაა. ეს მოსახლეობის გაუცხოება და დამორჩილებაა. ახლა იმ წერტილს მივაღწიეთ, როდესაც ან საკუთარი თავი უნდა გადავარჩინოთ ან დიქტატურას დავემორჩილოთ. სამწუხაროდ, დღეს ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომელსაც ბევრ ქვეყანაში ვხედავთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, „საქართველო იმ მონეტის მეორე მხარეს წარმოადგენს, რომლის ერთ მხარესაც უკრაინა იარაღით იბრძვის“.

„ჩვენ ვეწინააღმდეგებით ჰიბრიდული ომის მეთოდებით სახელმწიფოს ჩუმად ხელში ჩაგდებას. მათ შორის, დემოკრატიული ინსტიტუტების, არჩევნების, სოციალური ქსელების და ახლა უკვე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. ეს ყველაფერი კი გეოგრაფიული საზღვრებით არ შემოიფარგლება“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა