თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — პროექტის ღირებულება 287.6 მლნ ლარია
კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე: სასაცილოცაა და ტრაგიკულიც — ყოფილი პრემიერი „შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“ დავიდა
„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტია“ ხდება
War update: 237 combat clashes on front lines in past 24 hours, 43 in Pokrovsk sector
Ukraine marks Military Intelligence Day
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,540 over past day
Kubilius says Putin himself is 'root cause' of war against Ukraine
Photo exhibition dedicated to rescuers’ courage amid war opens in Kyiv

ნიკოლ ფაშინიანი - ვიდრე სომხეთი ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ოფიციალურად არ შეიტანს, ან ძალიან ახლოს არ იქნება კანდიდატის სტატუსთან, ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება არალოგიკურია

ნახვები: 461 ნიკოლ ფაშინიანი - ვიდრე სომხეთი ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ოფიციალურად არ შეიტანს, ან ძალიან ახლოს არ იქნება კანდიდატის სტატუსთან, ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება არალოგიკურია

ვიდრე სომხეთი ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ოფიციალურად არ შეიტანს, ან ძალიან ახლოს არ იქნება კანდიდატის სტატუსთან, ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება არალოგიკურია, რადგან არსებითად არანაირი დასაბუთება არ არსებობს, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არჩევანი ამჟამად თეორიულია და თეორიული არჩევანის რეფერენდუმზე დასმა არაგონივრული და უსაფუძვლოა. ამიტომ, ხელისუფლება მშვიდად და ცივი გონებით გააგრძელებს მუშაობას ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში.

ნიკოლ ფაშინიანმა დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მოდელი დეტალურად განიხილა და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ხშირად საუბრობდა ამ თემაზე და შეეცადა აეხსნა, თუ როგორ ფუნქციონირებს ის.

მისი თქმით, სახელმწიფო, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტი, მხოლოდ სხვა ქვეყნებთან ურთიერთქმედებაში არსებობს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობები ტრანსფორმაციას განიცდიან.

„ტრანსფორმაციის ამ ეტაპს დადებითად მივიჩნევ, რადგან დიახ, ამ ახალი სიტუაციის პირობებში ჩვენ რუსეთთან ახალ ურთიერთობებს ვამყარებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეში წარმატებას მივაღწევთ, მათ შორის იმიტომ, რომ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობები ღია და გულწრფელია; ამ ურთიერთობებში არანაირი ბნელი კუთხე არ დაგვიტოვებია“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა