ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირი „ადამიანის უფლებათა კავკასიური ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ირაკლი ჩიხლაძეა

30.05.2026 ნახვები: 281

სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირი „ადამიანის უფლებათა კავკასიური ინსტიტუტის“ დირექტორი ირაკლი ჩიხლაძეა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

არსებული ინფორმაციით, ირაკლი ჩიხლაძე ასევე არის „სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის“ წევრი, „ცხინვალის სამხარეო პროფესიული კავშირების ცენტრის“ გამგეობის წევრი და ასოციაცია „თექალის“ დამფუძნებელი.

როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, დაკავებული საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ჟურნალისტურ, ექსპერტულ და სხვა პროფესიულ წრეებში პირადი კონტაქტების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების შესაბამისად, სისტემატურად ახორციელებდა მათთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას. უწყების ცნობით, დაკავებულის მიერ გადაცემული ინფორმაცია მოიცავდა საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესების შესახებ საინტერესო მონაცემებს. ამასთან, როგორც სუს-ში აღნიშნეს, ონლაინპლატფორმის საფარით მართავდა სადაზვერვო ქსელს, ასევე ახორციელებდა სპეცსამსახურებისგან მიღებული თანხების ქსელის წევრებს შორის განაწილებას.

ამასთან, მანამდე სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა „ევრაზიული ინსტიტუტის“ დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა