თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — პროექტის ღირებულება 287.6 მლნ ლარია
კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე: სასაცილოცაა და ტრაგიკულიც — ყოფილი პრემიერი „შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“ დავიდა
„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტია“ ხდება
War update: 237 combat clashes on front lines in past 24 hours, 43 in Pokrovsk sector
Ukraine marks Military Intelligence Day
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,540 over past day
Kubilius says Putin himself is 'root cause' of war against Ukraine
Photo exhibition dedicated to rescuers’ courage amid war opens in Kyiv

მარიამ ზახაროვა - ევროკავშირის თავხედური მცდელობების მიუხედავად, საქართველომ მრავალვექტორული პოლიტიკა აირჩია

ნახვები: 296 მარიამ ზახაროვა - ევროკავშირის თავხედური მცდელობების მიუხედავად, საქართველომ მრავალვექტორული პოლიტიკა აირჩია

საქართველომ მრავალვექტორული პოლიტიკა აირჩია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„რაც შეეხება საქართველოს. ცნობილი აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ვცდილობთ, რომ ამ ქვეყანასთან კავშირები პრაგმატიზმისა და თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით განვავითაროთ. წარსულში ჩვენ შორის არსებული მდიდარი, პოზიტიური და შესანიშნავი გამოცდილების გათვალისწინებით. ევროკავშირის მხრიდან თავხედური მცდელობების მიუხედავად, რომ თბილისს თავს მოახვიოს მოსკოვის მიმართ კონფრონტაციული კურსი, დააწესოს ანტირუსული სანქციები და მარტივად რომ ვთქვათ, საკუთარი ინტერესები დასავლეთის პოლიტიკურ სიგიჟეს შესწიროს, საქართველომ მრავალვექტორული პოლიტიკა აირჩია“, - განაცხადა ზახაროვამ.

ზახაროვამ ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზეც ისაუბრა.

„ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა აქტიურად ფართოვდება. გასულ წელს სავაჭრო ბრუნვამ რეკორდულ 2.7 მილიარდი დოლარის მაჩვენებელს მიაღწია. რუსეთიდან ტურისტების რაოდენობამ კი სულ 1.4 მილიონი ადამიანი შეადგინა. ჩვენი ქვეყანა საქართველოსთვის კვლავ საკვანძო საექსპორტო ბაზრად და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროდუქციის, ენერგომატარებლებისა და მარცვლეულის, წამყვან მიმწოდებლად რჩება. ვცდილობთ ყველა პირობა შევქმნათ ჩვენს ხალხებს შორის ჰუმანიტარული კონტაქტების განვითარებისთვის, რომელთაც საერთო ღირებულებები და მრავალწლიანი ისტორიული და კულტურული კავშირები აერთიანებთ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა