ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

პაპუნა ლოცულაშვილის ადვოკატი - თავის ძლიერი ტკივილები ჰქონდა და სახლში წაუვიდა გული, რის შემდეგადაც გადაიყვანეს კლინიკაში

29.05.2026 ნახვები: 292

ჰქონდა თავის ძლიერი ტკივილები და სახლში წაუვიდა გული, რის შემდეგადაც გადაიყვანეს კლინიკაში. კლინიკაში შემოწმების შედეგად, დააწვინეს ნევროლოგიურ განყოფილებაში - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პაპუნა ლოცულაშვილის ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ლოცულაშვილს, სავარაუდოდ, კლინიკაში კვლავ დასაკვირვებლად დატოვებენ.

„ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც მაქვს, რაც ოჯახმა მომაწოდა, თავის ქალის ტკივილები აქვს. ჰქონდა თავის ტკივილები ძლიერი და სახლში წაუვიდა გული, რის შემდეგადაც გადაიყვანეს კლინიკაში. კლინიკაში შემოწმების შედეგად, თავის ქალის ტკივილების გამო დააწვინეს ნევროლოგიურ განყოფილებაში. ასევე, აქვს ნეკნი გატეხილი და ჩემთვის როგორც ცნობილია, დღეს დატოვებენ კლინიკაში დასაკვირვებლად, რომ ზუსტი შედეგი დაიდოს, რა აწუხებს მას. სახლში წაუვიდა გული, ამიტომაც გამოიძახეს სასწრაფო“,- განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა