ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების“ ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე დანარჩენი 9 პირის, მათ შორის ოთარ ფარცხალაძის საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო

ნახვები: 335 ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების“ ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე დანარჩენი 9 პირის, მათ შორის ოთარ ფარცხალაძის საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე დანარჩენი 9 პირის საქმეს გამოეყო და ცალკე წარმოებად წარიმართება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში უნდა დაიწყოს, სადაც მტკიცებულების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ასევე, გადაწყდება საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში წარიმართება თუ არა.

ადვოკატი ნათია კორკიტაძე საქმის ღია სხდომებზე განხილვის შუამდგომლობას დააყენებს.

„არ ვიცი, თქვენთვის ცნობილია თუ არა, რომ ელისო კილაძის სისხლის სამართლის საქმის მასალები გამოყოფილია ორგანიზებულთა ჯგუფიდან, იქიდან გამომდინარე, რომ ალბათ, კავშირი ვერ ნახეს იმ ორგანიზებულ ჯგუფს შორის, ვინც იყო ელისო კილაძესთან ბრალდების საქმესთან დაკავშირებით და ელისო კილაძეს შორის.

რაც შეეხება სხდომის დახურვას, ალბათ, ბრალდების მხარე ისევ დააყენებს შუამდგომლობას, მაგრამ ვინაიდან სამოქალაქო საზოგადოებას აინტერესებს სიმართლის დადგენა, ელისო კილაძე ნამდვილად მონაწილეობდა თუ არა "ქოლცნეტრების" მფარველობაში და იყო თუ არა ის ამ საქმეში გარეული, აუცილებლად სხდომა გახსნილი უნდა იყოს. პროცესი საჯარო უნდა იყოს და ხალხის ინტერესი დაკმაყოფილდეს იმასთან დაკავშირებით, რა ბრალიც აქვს ელისო კილაძეს წარდგენილი",- განაცხადა კოტრიკაძემ.

ცნობისთვის, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საერთო ჯამში 10 პირია ბრალდებული. ელისო კილაძეს, ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი მიქაძეს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სწორედ დანარჩენი პირების საქმისგან ცალკე წარმოებად გამოიყო კილაძის საქმის წარმოება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა