თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — პროექტის ღირებულება 287.6 მლნ ლარია
კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე: სასაცილოცაა და ტრაგიკულიც — ყოფილი პრემიერი „შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“ დავიდა
„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტია“ ხდება
War update: 237 combat clashes on front lines in past 24 hours, 43 in Pokrovsk sector
Ukraine marks Military Intelligence Day
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,540 over past day
Kubilius says Putin himself is 'root cause' of war against Ukraine
Photo exhibition dedicated to rescuers’ courage amid war opens in Kyiv

საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი განცხადებების მონიტორინგი და მასზე სამართლებრივი რეაგირება შს სამინისტროს ფარგლებში არსებულ ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტს დაეკისრა

ნახვები: 273 საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი განცხადებების მონიტორინგი და მასზე სამართლებრივი რეაგირება შს სამინისტროს ფარგლებში არსებულ ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტს დაეკისრა

საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი განცხადებების მონიტორინგი და მასზე სამართლებრივი რეაგირება შს სამინისტროს ფარგლებში არსებულ ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტს დაეკისრა.

შესაბამისი დადგენილება მთავრობამ მიიღო. ამ მიმართულებით ცვლილება შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებაში აისახა.

ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტს ამოცანები გაუფართოვდა და მას დაეკისრა “საჯაროდ გავრცელებული ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი იმგვარი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს“. აღნიშნულმა დეპარტამენტმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება უნდა უზრუნველყოს.

ასევე ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ამოცანა იქნება საჯაროდ ძალადობის ან სიძულვილის მოწოდების დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებზე დროული რეაგირება და გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა.

დადგენილება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს, 2026 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა