თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — პროექტის ღირებულება 287.6 მლნ ლარია
კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე: სასაცილოცაა და ტრაგიკულიც — ყოფილი პრემიერი „შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“ დავიდა
„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტია“ ხდება
War update: 237 combat clashes on front lines in past 24 hours, 43 in Pokrovsk sector
Ukraine marks Military Intelligence Day
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,540 over past day
Kubilius says Putin himself is 'root cause' of war against Ukraine
Photo exhibition dedicated to rescuers’ courage amid war opens in Kyiv

მარკო რუბიო - ირანთან მოლაპარაკებებში კი მცირე პროგრესია

ნახვები: 364 მარკო რუბიო - ირანთან მოლაპარაკებებში კი მცირე პროგრესია

ანკარაში დაგეგმილი სამიტი ნატო-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერების სამიტი იქნება, რადგან ლიდერებს მოუწევთ უპასუხონ ტრამპის იმედგაცრუებას ახლო აღმოსავლეთში ჩვენს ოპერაციებზე ალიანსის რეაგირების გამო, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ შვედეთში განაცხადა, სადაც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.

„ეს საკითხი უნდა გადაიჭრას, დღეს არ გადაწყდება ან არ განიხილება. ეს ლიდერების დონეზე განსახილველი საკითხია“, - აღნიშნა რუბიომ.

ამასთან, ირანის საკითხზე საუბრისას რუბიომ განაცხადა, რომ თეირანთან მოლაპარაკებებში „გარკვეული, მცირე პროგრესი“ შეინიშნება.

„არ მინდა გაზვიადება, მაგრამ მცირედი მოძრაობა შეინიშნება და ეს კარგია. ფუნდამენტური პრინციპები იგივე რჩება. ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი, უბრალოდ არ შეიძლება ჰქონდეს“, - აღნიშნა რუბიომ.

ამასთან, მისი თქმით, აშშ-მა უნდა გადაჭრას მაღალგამდიდრებული ურანის საკითხი და აღადგინოს ნავიგაციის თავისუფლება ჰორმუზის სრუტეში.

„ირანი ცდილობს შექმნას გადასახადის სისტემა. სხვათა შორის, ისინი ცდილობენ დაარწმუნონ ომანი, რომ შეუერთდეს მათ ამ გადასახადის სისტემაში. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ამას უნდა დაეთანხმოს“, - აღნიშნა რუბიომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა