ნანუკა ჟორჟოლიანი - აქეთ ეს საქართველო და იქეთ ქოცები, აქეთ მხარეს ყოფნა ნებისმიერ პატიმრობად ღირს
Zelensky confirms Ukrainian strike on Russia's Yaroslavl oil refinery
Zelensky: Russia has lost over 145,000 troops in Ukraine war since start of year
War update: 253 combat clashes on front line over past day, fiercest fighting in Pokrovsk sector
U.S. Department of State approves sale of Hawk missile system equipment to Ukraine
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 880 over past day
Yermak says he believes in Ukrainian justice
Ukraine to receive about USD 40 M from Japan for critical recovery efforts

ლევან ხაბეიშვილი - არ ვაპირებ მოთქმა-გოდებას - გამარჯვება გარდაუვალია

22.05.2026 ნახვები: 256

ნამდვილ დისიდენტებს 7 წელი მიუსაჯეს, სტუდენტები არიან მძევლად და შესაბამისად ხელების ჩამოშვება დანაშაულია!- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რითაც მის მიმართ საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მას 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მისი თქმით, „ჩვენსა და გამარჯვებას შორის დგას შიში, რომელსაც ივანიშვილი ყოველ წამს კიდევ უფრო აღვივებს“.

არ ვაპირებ მოთქმა-გოდებას! მიუხედავად იმ სატანჯველისა, რასაც სამარტოო საკანში გატარებული ყველა წუთიც თან ახლავს. ნამდვილ დისიდენტებს 7 წელი მიუსაჯეს, სტუდენტები არიან მძევლად და შესაბამისად ხელების ჩამოშვება დანაშაულია! ჩვენსა და გამარჯვებას შორის დგას შიში, რომელსაც ივანიშვილი ყოველ წამს კიდევ უფრო აღვივებს. თუ არ შეგვეშინდება და გავიზიარებთ სააკაშვილის მოწოდებას, გავერთიანდეთ დროშის გარშემო, გამარჯვება გარდაუვალია, მანამდე ვიქნებით „ქოცების“ ხელში, სანამ გამბედაობას არ მოვიკრებთ და შეტევაზე არ გადავალთ. შეტევა ნიშნავს 100 000-ობით ადამიანის პროტესტს.

რაც შემეხება მე, 1.5 დამრჩა და ერთი სული მაქვს ვემსახურო ჩემს ხალხს! არ დანებდეთ, ძალა ერთობაშია!“,- წერს ლევან ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და ყოფილი გენერალური პროკურორი, მურთაზ ზოდელავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. ლევან ხაბეიშვილს სასჯელად 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო მურთაზ ზოდელავას - 9 თვით. მურთაზ ზოდელავას ედავებოდნენ, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მურთაზ ზოდელავას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა