თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — პროექტის ღირებულება 287.6 მლნ ლარია
კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე: სასაცილოცაა და ტრაგიკულიც — ყოფილი პრემიერი „შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“ დავიდა
„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტია“ ხდება
War update: 237 combat clashes on front lines in past 24 hours, 43 in Pokrovsk sector
Ukraine marks Military Intelligence Day
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,540 over past day
Kubilius says Putin himself is 'root cause' of war against Ukraine
Photo exhibition dedicated to rescuers’ courage amid war opens in Kyiv

სამივე კანდიდატი ეკლესიის და ქვეყნის ერთგულია - მეუფე ანდრია

ნახვები: 304 სამივე კანდიდატი ეკლესიის და ქვეყნის ერთგულია - მეუფე ანდრია

სამივე კანდიდატი ეკლესიის და ქვეყნის ერთგულია, - ამის შესახებ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ (გვაზავა) ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა

მისივე თქმით, დღეს ეპოქალური მოვლენაა ეკლესიის და საზოგადოების ცხოვრებაში.

„დღეს ვირჩევით კათოლიკოს - პატრიარქს. სამი კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს. ამას გადაწყვეტს სხდომა და შედეგი. წარმოდგენილი სამივე კანდიდატი ეკლესიის და ქვეყნის ერთგულია“, - აღნიშნავს მეუფე ანდრია.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომელიმე კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა ჩახსნას, მეუფე ანდრია გვაზავა აღნიშნავს: „არა მგონია, მოხდეს საკუთარი თავის მოხსნა“.

რაც შეეხება ჩარევებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, როგორც მეუფე ანდრია აღნიშნავს, მასთან არავის ჰქონია საუბარი.

„ამ კითხვაზე, მეღიმება. ვფიქრობ, ჩარევა როდესაც ხდება, ხდება ყველას მიმართებაში. შეიძლება მე და თქვენ ვისაუბროთ და აზრები გავუზიაროთ, მე ის კანდიდატი მომწონს, თქვენ მეორე, როგორ გამოდის? ჩარევა არის?! ჩემთან არავის ჰქონია საუბარი“,- აღნიშნავს მეუფე ანდრია გვაზავა.

ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა