ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

კაია კალასი - ევროკავშირი საიმედოა და სწორედ ეს არის მთავარი

ნახვები: 365 კაია კალასი - ევროკავშირი საიმედოა და სწორედ ეს არის მთავარი

ევროკავშირი იდეალური არ არის - ის საიმედოა და სწორედ ეს არის მთავარი,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მისი თქმით, ევროკავშირი არის ადგილი, რომელსაც ადამიანები უბრუნდებიან, როცა სახლში დაბრუნება სჭირდებათ და ადგილი, რომლისკენაც სხვები იყურებიან, როცა ღირსეული მომავლის აშენების იმედი აქვთ.

,,ბუნდოვანების პერიოდში ყველაზე კარგად ჩანს, რა არის სინამდვილეში მნიშვნელოვანი.

გადაადგილების თავისუფლება, ერთიანი ბაზარი, რომელიც მუშაობს, თაობების განმავლობაში შექმნილი ცხოვრების მაღალი სტანდარტი, და, უპირველეს ყოვლისა - მდგრადი მშვიდობა. ეს არის ის, რაც ევროკავშირმა თავისი ისტორიის განმავლობაში თანმიმდევრულად უზრუნველყო.

ადამიანებს, რომლებიც ამ დაპირებას იმედით შეჰყურებენ, სჭირდებათ იცოდნენ, რომ ის ხვალაც შესრულდება. ევროკავშირი იდეალური არ არის. მაგრამ უკვე 75 წელზე მეტია, ამ დაპირებას ასრულებს. ის საიმედოა - და სწორედ ეს არის მთავარი.

ევროკავშირი არის ადგილი, რომელსაც ადამიანები უბრუნდებიან, როცა სახლში დაბრუნება სჭირდებათ და ადგილი, რომლისკენაც სხვები იყურებიან, როცა ღირსეული მომავლის აშენების იმედი აქვთ.

სახლი იქ არის, სადაც გულია. და დღეს, ჩვენი გულები ევროპაშია.

გილოცავთ ევროპის დღეს”,- ნათქვამია კაია კალასის განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა