ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

გელა ხასაიასა და მასთან ერთად დაკავებულ ვასილ ქერდიყოშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

08.05.2026 ნახვები: 315

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრს, გელა ხასაიასა და მასთან ერთად დაკავებულ ვასილ ქერდიყოშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ორივე პირი დამნაშავედ ცნო და მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება დაამტკიცა.

ორივე პირს საპროცესო შეთანხმება შემდეგი პირობით გაუფორმდა: 1 წელი რეალური სასჯელი და 3 წელი პირობითი მსჯავრი.

ორივე მათგანი საპატიმროს სექტემბერში დატოვებს.

გელა ხასაიას არჩევანი ჰქონდა, ციხეში 5 წლის გატარებასა და 4 თვის გატარებას შორის, - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებას" წევრის, გელა ხასაიას ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, საპროცესო შეთანხმებაზე თანხმობა მძიმე, რთული, მაგრამ აუცილებელო გადაწყვეტილება იყო.

„ეს ძალიან მძიმე, რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება იყო. ამ საქმეზე გელასთან ერთად ბრალდებული იყო, ასევე სხვა პირიც, რომელიც ითხოვდა საპროცესო შეთანხმებას, რაც ბრალის აღიარებასა და გელაზე მითითებასა და დასახელებას ნიშნავდა. გარდა ამ პირისა, ამ საქმეზე მოწმედ გამოკითხული იყო ადამიანი, ამავე ბრალდებულის ოჯახის წევრი, შესაბამისად, მოლოდინი იმისა, რომ ის ადამიანი რაიმე განსხვავებულს იტყოდა და მისი ოჯახის წევრის ინტერესებს დააზიანებდა, არ არსებობდა.

შესაბამისად, ჩვენ არჩევანს ვაკეთებდით - 5 წელი თუ 4 თვე გაგვეტარებინა ციხეში.

ეს შეთანხმება არავის უჩუქებია, არც გელასთვის და არც ჩვენთვის. დაზარალებული გავანადგურეთ სასამართლო დარბაზში, ისევე როგორც მის მიერ მიცემული ჩვენება.

ამ შეთანხმებაზე დაუთანხმებლობა ნიშნავდა, რომ ვასილ ქერდიყოშვილი და მისი ოჯახის წევრი მისცემდნენ ჩვენებას გელა ხასაიას წინააღდეგ, ხელს მოაწერდნენ საპროცესო შეთანხმებას, ამით კი გელას გარანტირებულად 5 წელი ელოდებოდა. შესაბამისად, გელა ხასაიას არჩევანი ჰქონდა, ციხეში 5 წლის გატარებასა და 4 თვის გატარებას შორის“, - განაცხადა ომარ ფურცელაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურა გელა ხასაიას ედავებოდა, რომ მან 1-ელ სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ვასილ ქერდიყოშვილთან ერთად, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენა დაზარალებულს - რამაზ ჩადუნელს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა