ნანუკა ჟორჟოლიანი - აქეთ ეს საქართველო და იქეთ ქოცები, აქეთ მხარეს ყოფნა ნებისმიერ პატიმრობად ღირს
Zelensky confirms Ukrainian strike on Russia's Yaroslavl oil refinery
Zelensky: Russia has lost over 145,000 troops in Ukraine war since start of year
War update: 253 combat clashes on front line over past day, fiercest fighting in Pokrovsk sector
U.S. Department of State approves sale of Hawk missile system equipment to Ukraine
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 880 over past day
Yermak says he believes in Ukrainian justice
Ukraine to receive about USD 40 M from Japan for critical recovery efforts

ლევან ხაბეიშვილი - მე მთავარი ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ვარ და განცხადებას პოლიტიკურ საბჭოსთან შეთანხმებით ვაკეთებდი, რომელიც პოლიტიკური დაპირება იყო - ვახმოვანებდი 120 კაცის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას

08.05.2026 ნახვები: 292

მე მთავარი ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ვარ და განცხადებას პოლიტიკურ საბჭოსთან შეთანხმებით ვაკეთებდი, რომელიც პოლიტიკური დაპირება იყო - ვახმოვანებდი 120 კაცის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც დაუკავშირდებოდა მომავალში პოლიტიკურ, სამართლებრივ გადაწყვეტილებებსა და აქტებს, - ამის შესახებ მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე დაკავებულმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მის წინააღმდეგ პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს.

„რაიმე სტანდარტი აღარ არსებობს დედამიწაზე, ადამიანს რომ ასამართლებ? მტკიცებულების, ფაქტის გარეშე ადამიანი გაასამართლო, მომავალში რომ თურმე 40 000 ათას ადამიანს ჯილდოს პირდება საბიუჯეტო სახსრებით...

მე ვარ მთავარი ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და ვაკეთებდი განცხადებას პოლიტიკურ საბჭოსთან შეთანხმებით და ეს იყო პოლიტიკური დაპირება. ვახმოვანებდი 120 კაცის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც უკავშირდებოდა მომავალში პოლიტიკურ, სამართლებრივ გადაწყვეტილებებსა და აქტებს, რომელიც შეეხებოდა ხალხს, რომლებიც არ აწამებდნენ ადამიანებს და ამისთვის ჯილდოს მიიღებდნენ, პრემიას. სადმე ვთქვი, რომ ჩემი ჯიბიდან გადავიხდი-თქო? ამას პროკურორიც არ ამბობს, რომ თქვას თავად გაეცინება, მოვიდნენ და ნახონ. დედაჩემი სადაც ცხოვრობს, მთავრობის წევრებს იმხელა სააბაზანოები აქვთ. ყველა ხვდება თუ როგორი პოლიტიკური პროცესი და მართლმსაჯულებაა ჩემს წინააღმდეგ და არა მარტო. როგორ შეიძლება სოლიდარობა არ გამოვუცხადო ირაკლი ნადირაძეს. გუშინ არ მიძინია მასზე ნერვიულობაში, მრავალშვილიანი მამა, უწესიერესი კაცი, უმწიკვლოდ ნაცხოვრები და 7 წელი მიუსაჯეს. ეს დამთრგუნველი გადაწყვეტილებაა, რომ შემდეგ ადამიანებმა იფიქრონ, რომ კიდევ 7 წელი იქნებიან ხელისუფლებაში. ვერ იქნებიან. პედოფილი დააკავეს და 5 წელი მიუსაჯეს და მე პოლიტიკური განცხადებების გამო, მასზე ნაკლები არ მემუქრება.

გარეუბანში ვცხოვრობ კაცი. რაც მაბადია ჩემი შვილები და ჩემი ღირსებაა. ეს პოლიტიკურად მოტივირებული პროცესია. ერთი ხელით ჩემი მწამებლები დააკავეს, მეორე ხელით მე. ქმედებას რას მედავებით? აღქმებს რომ მედავებით, ეგ გასაგებია. მინდა მოვიკითხო, გუშინ დაკავებულები: პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, მურთაზ ზოდელავა და სხვები. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქვეყანა მალე გათავისუფლდება“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა